ავტორი:

როგორ მუშაობენ სახელისუფლებო ტროლები მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ

როგორ მუშაობენ სახელისუფლებო ტროლები მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ

"მედიის განვითარების ფონდმა" (MDF) ვრცელი მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც სოციალურ ქსელებში "თიბისი ბანკის" და მისი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის იდენტიფიცირების მიზნით განახორციელა.

MDF-ის ინფორმაციით, "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მადისკრედიტირებელი პოსტები "ფეისბუკზე" სამ ტალღად გამოჩნდა:

1. პირველი ტალღა 2019 წლის 9 იანვარს დაიწყო, როდესაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თიბისი ბანკთან დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ე.წ. ფულის გათეთრების ფაქტზე მიმდინარეობდა

2. მეორე ტალღა უკავშირდება 2019 წლის 14 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნას, რომ მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს თანამდებობა დაეტოვებინათ.

3. მესამე ტალღა 2019 წლის 21 თებერვალს დაიწყო, როდესაც მამუკა ხაზარაძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან წასვლის შესახებ განაცხადა.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე ტენდენცია. გაირკვა რომ, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართული 9 გვერდიდან - რვა 2018 წელსაა შექმნილი. აღნიშნულ გვერდებზე განთავსებული ხაზარაძის მადისკრედიტირებელი პოსტების უმეტესობა მემე/კარიკატურაა.

ამასთან, 9-დან ოთხი გვერდის ადმინისტრატორი ფეისბუკ მომხმარებელი "ავთანდილ კერესელიძეა", რომელიც რეალურად ტროლია და ერევანში მცხოვრები Karo Manukyan-ის პროფილზე განთავსებულ ფოტოებს იყენებს. ის "ფეისბუკში" ხელისუფლების მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებს;

მონიტორინგის შედეგად გაირკვა რომ, "ავთანდილ კერესელიძე" პრო-სახელისუფლებო ტროლია და ძირითადად კახა კალაძის, მამუკა ბახტაძისა და გიორგი გახარიას მხარდამჭერ პოსტებს პირადი პროფილის, მის მიერ შექმნილი გვერდებისა და ჯგუფების მეშვეობით ავრცელებს.

ამასთან, "ავთანდილ კერესელიძის" მართული გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტების ქვეშ, რომლებიც ხაზარაძის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული, კომენტარებს ერთი და იგივე ყალბი მომხმარებლები ტოვებდნენ;

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა 9 გვერდი, რომლებიც მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი შინაარსის პოსტებს სისტემატურად ავრცელებდნენ. ეს გვერდებია:

  • ორი გვარმი უნდათ
  • იყავი და გაგეკეთებინა
  • პოლიტიკური სანაგვე
  • კაი გვერდი
  • ჩვენთვის არავინაა
  • პოლიტიკური იუმორი
  • მოვკვდები საქართველოსთვის
  • სამოქალაქო გაერთიანება - ხალხის ხმა
  • სტოკჰოლმის სინდრომი

Avtandil Kereselidze - რეალური პიროვნება თუ სახელისუფლებო ტროლი?

ავთანდილ კერესელიძის ფეისბუქ ანგარიშის მახასიათებლები ადასტურებს, რომ ის ყალბი ანგარიშია და რეალური პიროვნება არ არის.

კლასიკური ტროლისგან განსხვავებით ავთანდილ კერესელიძის პროფილი არაერთ პირად ფოტოს მოიცავს, რაც ქმნის განცდას, რომ ის რეალური პიროვნებაა. მისი თაიმლაინიდან ჩანს აქტივობები და მისი პირადი ინტერესები, როგორიცაა მაგალითად ე.წ. ჩექ-ინები გერმანიაში, პოსტები შთაბეჭდილებების შესახებ. მისი ფოტოებს ასევე ახლავს აღწერები. ერთ-ერთი ფოტოზე, რომელიც კერესელიძეს პირად ფოტოებში აქვს ატვირთული, ჩანს წარწერა Schüco, რაც ფანჯრებისა და კარების სისტემების გერმანულ კომპანიას წარმოადგენს.

კერესელიძის მიერ ატვირთული სხვა ფოტოების yandex.people-ში გადამოწმებით, საძიებო სისტემამ იდენტური ფოტოები სხვადასხვა რუსულ გაცნობით პლატფორმებზე იპოვნა. ერთ-ერთ პლატფორმაზე კი მითითებული იყო, რომ ფოტომომხმარებელს Karo Manukyan-ს ეკუთვნის, რომელიც ერევანში ცხოვრობს.

ამის შემდეგ Karo Manukyan-ის პროფილი ფეისბუქში მოვიძიეთ. აღმოჩნდა, რომ ფოტოები, რომლებსაც ტროლი ავთანდილ კერესელიძე თავისად ასაღებდა, კარო მანუკიანს ეკუთვნის. მის შესახებ განყოფილებაში კი კარო მანუკიანს მითითებული აქვს, რომ გერმანულ კომპანიაში "Schüco" ტექნიკურ კონსულტანტად და სპეციალისტად მუშაობს.

ფეისბუქის მომხარებელი Avtandil Kereselidze ზემოთ ჩამოთვლილი 9 გვერდიდან 4-ის ადმინისტრატორია. ჩამოთვლილთაგან 2 გვერდს, კერესელიძე კიდევ ორ მომხმარებელთან Temo Davitadze-სა და ოლეგი გებონიასთან ერთად მართავს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ორივე მომხმარებელიც ტროლია და ისინი რეალური პიროვნებები არ არიან.

წყარო: მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საკრებულოში ლევან ხაბეიშვილი და გიორგი დოხტურიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ისე გამომრიცხეს გუნდიდან, რომ არავინ შემხვედრია, არადა, მაღალი სიმაღლეებიდან ზარი იყო ჩემთან -  დატოვებს თუ არა საკრებულოს დეპუტატის მანდატს  ერეკლე კუხიანიძე

გიორგი კვირიკაშვილი თუ დააპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, ჩვენ მას დაველაპარაკებით - მამუკა ხაზარაძე