ავტორი:

ხმამაღალი დისკუსიის შემდეგ პარლამენტში კობა გვენეტაძის მოსმენა ჩაიშალა

ხმამაღალი დისკუსიის შემდეგ პარლამენტში კობა გვენეტაძის მოსმენა ჩაიშალა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, „თიბისი ბანკის“ საკითხთან და საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა ჩაიშალა.

პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით ხანგრძლივი და ხმამაღალი დისკუსიის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.

მანამდე ხმამაღალი დებატების ფონზე მიმდინარეობდა სხდომის დახურვის საკითხის განხილვა. უფრო კონკრეტულად, როგორც რომან კაკულიამგანმარტა, ის იზიარებს პოზიციას, რომ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებული საკითხის სჯაროდ განხილვა შესაძლოა, დამაზიანებელი იყოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არის საკითხები, რაზეც საჯაროდ განხილვა მიზანშეწონილი არ იქნება.

საპარლამენტო უმცირესობის შეთავაზება კი იყო, რომ სხდომაზე დეპუტატების ყველა კითხვა დასმულიყო საჯაროდ, ეროვნულ ბანკს საჯაროდ ეპასუხა იმ შეკითხვებისთვის, რასაც თავად ჩათვლიდა საჭიროდ, ხოლო იმ საკითხებზე, რასაც ღია ფორმატში ვერ ისაუბრებდა - სხდომის დახურვის შემდეგ გაეცა პასუხი.

მხარეები ვერ შეთანხმდნენ, რის შემდეგაც სხდომა დასრულდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები