ავტორი:

"იძულებით დავტოვეთ ბანკი, ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი ვართ" - რაზე ისაუბრა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში

"იძულებით დავტოვეთ ბანკი, ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი ვართ" - რაზე ისაუბრა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში

ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებით დავტოვეთ ბანკი, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში განაცხადა.

ხაზარაძემ განცხადება გააკეთა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენის ჩაშლის შემდეგ, სადაც "თიბისი ბანკის" საქმე უნდა განხილულიყო.

"დღევანდელი მსჯელობა სწორედ იმიტომ იყო მოწვეული, რომ გაგვეკეთებინა განმარტებები და დაწყნარებულიყო ეს სიტუაცია. მედიას, საზოგადოებას და დეპუტატებს უნდა გაერკვიათ, თუ რა მოხდა რეალურად. ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ჩვენს ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, პარლამენტის მოწვევა იმის გამო მიიღეს, რომ სიმართლე ეთქვათ.

"როგორც იცით, ჩვენ მივიღეთ მოწვევა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე. ეს მოწვევა იყო როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის მხრიდან. გარწმუნებთ, ეს რომ არ ყოფილიყო ერთობლივი მოწვევა, ჩვენ მოვერიდებოდით, რამეთუ ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ბიზნესმენები და არანაირი პოლიტიკური აჟიოტაჟისთვიას არ გვჭირდება არანაირი ტრიბუნა. ჩვენ მოვედით, რათა გვეთქვა სიმართლე, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად გავაჟღერეთ განცხადებების სახით. სამწუხაროდ, ხდება ურცხვი ტირაჟირება, ე.წ. ბოტებით და "ფეიქნიუსებით" შემოტევა, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ პარლამენტი შეიძლებოდა ყოფილიყო ადგილი, სადაც ქართველ ხალხს და საზოგადოებას, დეპუტატებს მივაწვდიდით იმ ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს ხელთ არის და ამ ისტორიას ახლავს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად ხაზარაძე-ჯაფარიძის კომიტეტზე გამოსვლით "თიბისის" ზიანი მიადგებოდა.

"კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ რაიმე ზიანი შეიძლება მიყენებოდა აქ გამოსვლით. ჩვენ აქ არ ვართ, როგორც კერძო ბიზნესმენები, საკითხი არ ეხება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, აღარ ეხება "თიბისის". ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციას, მის სტაბილურობას და თუ თქვენ მოიკითხვათ, მსოფლიოს ნებისმიერ სააგენტოში, რა ინფორმაციაც გადის საქართველოზე, ჩვენ უკვე ასოცირებული ვხდებით რაღაც ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ აბსურდულ ბრალდებებთან. მე ბოლო ერთი თვის განმავლობაში შეხვედრები მაქვს ყველა წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან და ეს არის ნომერი პირველი სალაპარაკო თემა. სამწუხაროა, მაგრამ უკვე კომენტარები მიდის, რომ საქართველო მიდის სხვა მიმართულებით, ეს არის ცუდი მოსასმენი",- განაცხადა ხაზარაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები