ავტორი:

"9 მილიონი როკფელერმა პირადად გიორგის გადასცა" - უცნობი ფაქტები ქართველ ბალეტმეისტერზე, რომელსაც ამერიკული ბალეტის ფუძემდებელს უწოდებენ

"9 მილიონი როკფელერმა პირადად გიორგის გადასცა" - უცნობი ფაქტები ქართველ ბალეტმეისტერზე, რომელსაც ამერიკული ბალეტის ფუძემდებელს უწოდებენ

"როცა ქალაქის ცენტრი ბალანჩინის იყო" - ამ სათაურით აქვექნებს "ნიუ-იორკ თაიმსი" სტატიას ქართველ ქორეგრაფზე ჯორჯ ბალანჩინზე და მის მოღვაწეობას მთლიან გვერდს უძღვნის. ამერიკული ცხოვრების აღმშენებლობაში ოთხ ქართველს განსაკუთრებულად დიდი წვლილი მიუძღვით. ესენი იყვნენ ალექსანდრე ქართველი, გიორგი მაჩაბელი, ჯორჯ კობი და ჯორჯ ბალანჩინი (გიორგი ბალანჩივაძე)...

თუ როგორ შეძლო ქართველმა გიორგი ბალანჩივაძემ ამერიკისთვის ბალეტი შეექმნა, ამაზე მრავალი წიგნია გამოცემული და ერთ-ერთი მათგანიდან საინტერესო ამონარიდები მოვიპოვეთ:

"...გიორგი თავის მიერ ჩამოყალიბებულ "ახალგაზრდულ საბალეტო ჯგუფთან" ერთად პეტროგრადის ახლომდებარე ქალაქებში მოგზაურობდა და რაღაც კაპიკებს ასე შოულობდა. ხან თურმე კინოთეატრებში აკომპანიმენტს უკრავდა. გასამრჯელოდ პურს, საპონს, ასანთს აძლევდნენ. ძლივს გაჰქონდათ თავი. ის კი არა, გიორგი და მისი ტოლი ბიჭები კატებს იჭერდნენ თურმე, ატყავებდნენ და იმას ჭამდნენ. დიდი შიმშილობა იყო. ერთი სიტყვით, ბევრ გაჭირვებას გაუძლეს. გიორგი სულ ბავშვი იყო მაშინ", - ანდრეა ბალანჩივაძის ეს მოგონება და სხვა უამრავი ექსკლუზიურ დეტალები ნანა ლომიძის წიგნშია შეტანილი. ვენაში მცხოვრები მუსიკათმცოდნე ნონა ლომიძე 20 წელიწადზე მეტია იკვლევს სახელოვანი ბალეტმაისტერის ჯორჯ ბალანჩინის ცხოვრებასა და შემოქმედებას, ასევე მის შესახებ უცხო მასალებს აგროვებს და აქვეყნებს.

ამავე წიგნში ვკითხულობთ:

"ზოგიერთი ადამიანისთვის იგი ცნობილია, როგორც ცეკვის შექსპირი. ამ სახელს ცოცხალთა შორის ალბათ ყველაზე მეტად იმსახურებს, მაგრამ მისი მეგობრებისთვის და კოლეგებისთვის იგი არის უბრალოდ "მისტერ ჯორჯ ბალანჩინი", რუსეთში დაბადებული და აღზრდილი ქორეოგრაფი გენიაა, რომლის სიცოცხლის ენერგია მის თავმდამბლობასთან და იუმორის გრძნობასთან არის შერწყმული. ბალანჩინმა თითქმის მარტომ გადმოიტანა ბალეტი ამერიკაში, ამერიკულ ნიადაგზე, უფრო მეტიც, მან მთავარი როლი ითამაშა ნიუ-იორკის ცეკვის დედაქალაქად გადაქცევაში... ბალანჩინს მე ნიუ-იორკის თეატრის კულისებში შევხვდი. მისი ცნობა ძნელი არაა. იგი ყოველთვის გარშემორტყმულია ახალგაზრდა მოცეკვავეებით. როცა იგი ჩემსკენ მოტრიალდა, მე დავინახე, რომ იგი ევროპულად იყო ჩაცმული და ელეგანტურად გამოიყურებოდა. ტანით პატარაა და საკმაოდ გამხდარი. იგი ინგლისურად ძლიერი აქცენტით ლაპარაკობს, მაგრამ ძალიან გასაგებად. სახეზე მუდამ ღიმილი დასთამაშებს. ჩემს შეკითხვაზე, თუ რატომ გახდა ნიუ-იორკში ცეკვა ასე პოპულარული, მიპასუხა: არ ვიცი რატომ, ალბათ ხალხი მიეჩვია. 30 წელი დამჭირდა რომ აღმეზარდა ნიუ-იორკი".

1933 წლის 18 ოქტომბერს ბალანჩინი ამერიკაში ჩავიდა. კირსტაინთან მისი თანამშრომლობის პირველი შედეგი იყო ამერიკული საბალეტო სკოლა, რომელიც 1934 წლის 1 იანვარს გაიხსნა და ამჟამადაც არსებობს.

ჯორჯ ბალანჩინის ძმა, ანდრეა ბალანჩივაძე წიგნში "ბალანჩინი" იგონებს:

- ამერიკაში გიორგის ჰქონდა თავის სკოლა, ჰყავდა საბალეტო დასი, მაგრამ არ ჰქონდა საკუთარი საბალეტო თეატრი. საბალეტო წარმოდგენებს "მეტროპოლიტენ ოპერაში" დგამდნენ. 1962 წელს, როდესაც პირველად ჩამოვიდა თბილისში, მაშინ თავისი თეატრი ჯერ კიდევ არ ჰქონდა. მერე, უფრო გვიან, პრეზიდენტ კენედის დროს, ამერიკელმა ბიზნესმენმა ჯონ როკფელერმა თორმეტი მილიონი დოლარი გაიღო ამერიკის ბალეტის განვითარებისთვის. აქედან სამი მილიონი პერიფერიებისთვის იყო განკუთვნილი, ცხრა მილიონი კი მან პირადად გიორგის გადასცა. გადაწყდა თეატრის აშენება. სამოცდასამისა თუ სამოცდაოთხის ნოემბერში 2000 მაყურებელზე გათვალისწინებული თეატრის პროექტი შედგა. გიორგის უკვე საკუთარი თეატრი ჰქონდა. ეს არის "ნიუ-იორკ-სიტი-ბალე" ბროდვეიზე".

ჯორჯ ბალანჩინი, სიუზან ფარელი და ჟაკ დ'ამბუაზი რეპეტიციაზე

გაზეთი "ნიუ-იორკ-პოსტი"

"ხშირად ბალანჩინი რუსად მიაჩნდათ, სინამდვილეში იგი ქართველი იყო და ძალიან ამაყობდა ამით. აკურატული ტანსაცმელი, ბევრი კარგი სასმელი, ხუთი ცოლი და ბევრი სასიყვარულო კავშირი. ბალანჩინი ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ ტემპერამენტს ავლენდა. იგი როგორც წესი, თავის ახალ ნაწარმოებზე მუშაობას სამი კვირით ადრე იწყებდა. ფულს თავისუფლად ხარჯავდა. ხუთჯერ იყო დაქორწინებული, აქედან ერთხელ არაოფიციალურად. ხუთივე ცოლი მშვენიერი ქალი იყო, რომლებიც მან ცნობილ ბალერინებად აქცია.

მისი ცოლები: პირველი ცოლი ტამარა ჟივა, მეორე ცოლი (არაოფიციალური) ალექსანდრა დანილოვა, მესამე ცოლი ვერა ზორინა, მეოთხე ცოლი მარია ტოლჩიფი, მეხუთე ცოლი ტანაქუილ ლე კლერკი. ბალანჩინი განშორების შემდეგაც კარგ ურთიერთობაში რჩებოდა ყოველ მათგანთან.

ბალანჩინის პირველი ცოლი ტამარა ჟივა

"ბალანჩინის გზა" - ასეთი აბრა ამშვენებს ქუჩის პატარა მონაკვეთს, რომელიც ნიუ-იორკში, კოლუმბის ავენიუსა და ბროდვეის შორის მდებარეობს. ჯორჯ ბალანჩინის გარდაცვალების შემდეგ დიდხანს ფიქრობდნენ, რა დაერქმიათ ამ მონაკვეთისათვის.

"მის გარეშე არ იქნებოდა ამერიკული კლასიკური ბალეტი, არ იქნებოდა ბროდვეი, არ იქნებოდნენ ქორეოგრაფები. ამერიკული ქორეოგრაფიის ჩამოყალიბების პროცესი მინიმუმ 100 წელი გაგრძელდებოდა" - ეს სიტყვები ბალანჩინის დასის ერთ-ერთ პრიმაბალერინას, კარინ ფონ აროლდინგენს ეკუთვნის.

"ახლა აქ რომ ვინმე მოვიდეს, შარვალი ჩაიხადოს და რაღაც ქნას, მშვიდად ჩაივლის? სიბილწის პროპაგანდა არავის უფლება არ არის" - მეუფეები "თბილისი პრაიდზე"

რამდენ ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში და როგორია ევროპისა და აშშ-ის მონაცემები

"გელათი თქვენ გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ..." - მეუფე იოანე ჟურნალისტებს