ავტორი:

აბაშიძის კომენტარი კარასინის განცხადებაზე - "მიჭირს იმის თქმა, რას გულისხმობდა "შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობებში"

აბაშიძის კომენტარი კარასინის განცხადებაზე - "მიჭირს იმის თქმა, რას გულისხმობდა "შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობებში"

ჩვენი შეხვედრის დროს გრიგორი კარასინს ასეთი რედაქციით არაფერი უთქვამს და მიჭირს იმის თქმა, რას გულისხმობდა ის "შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობებში" , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. აბაშიძის თქმით, მისთვის უცნობია, რას გულისხმობდა კარასინი, როდესაც „შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობებზე“ საუბრობდა. "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას, ზურაბ აბაშიძე იმ საკითხებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული არ იყო, თუმცა ქართულმა მხარემ მოლაპარაკებების მაგიდასთან კიდევ ერთხელ დააყენა.

"ჩვენი ფორმატი განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტი, ჰუმანიტარული პრობლემები და ამაზეა აქცენტიებული პრაღის შეხვედრები და დიალოგი, თუმცა ამის მიუხედავად შეხვედრის დასაწყისში ყურადღება გავამახვილეთ აფხაზეთსა და ცხინვალში შექმნილ მძიმე ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე. მოვიყვანეთ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევის, ასევე, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების უგულველყოფის კონკრეტული მაგალითები. ამ კონტექსტში თქვა, რომ პრობლემის მთავარი განსახილველი ფორმატია ჟენვის საერთაშორისო კონსულტაციები.

ეს კომენტარი მან ჟურნალისტთან საუბერისას გააკეთა და მე ეს არ მომისმენია. ჩვენი საუბრის დროს ასეთი "რედაქციით" არაფერი უთქვამს და მიჭირს იმის თქმა, რას გულისხმობდა ის ამ განცხადებაში", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ქართულ მხარეს "უსიამოვნო მოულოდნელობების" შესახებ აფრთხილებს. აღნიშნული განცხადება, რუსმა დიპლომატმა "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას გააკეთა, თუმცა კონკრეტულად რა უსიამოვნო მოულოდნელობაზეა საუბარი, არ აღუნიშნავს.

19 აპრილს, რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება იგეგმება - "ეს იქნება არა დიდი აქცია, არამედ შტაბის წარმოდგენა"

"გზააბნეული "მესიჯბოქსის" შემდეგ, თალაკვაძის განცხადებაში აისახა ის, რაც წასვლისას დავაფიქსირეთ" - გახარიას გუნდი "ოცნების" გადაწყვეტილებაზე

"გულწრფელად ცდილობდა საკუთარი წვლილი შეეტანა პოლიტიკაში" - არჩილ თალაკვაძე მიხეილ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს