ავტორი:

"გზააბნეული "მესიჯბოქსის" შემდეგ, თალაკვაძის განცხადებაში აისახა ის, რაც წასვლისას დავაფიქსირეთ" - გახარიას გუნდი "ოცნების" გადაწყვეტილებაზე

"გზააბნეული "მესიჯბოქსის" შემდეგ, თალაკვაძის განცხადებაში აისახა ის, რაც წასვლისას დავაფიქსირეთ" - გახარიას გუნდი "ოცნების" გადაწყვეტილებაზე

"ქართული ოცნების" ლიდერებმა იმ ენაზე დაიწყეს საუბარი, რა ენითაც გახარიას გუნდის წევრებმა პარტიიდან წამოსვლის მიზეზები ახსნეს. ეს სახალისო, თუმცა ამავდროულად ნამდვილად მისასალმებელია, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა ქემოკლიძე „ფეიბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რითაც კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე "ქართული ოცნების" ხელმოწერას ეხმაურება.

კახა ქემოკლიძის თქმით, შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს საყოველთაო კონსენსუსს.

"ჩვენ მივესალმებით ყველა იმ შეთანხმებას, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში პოლიტიკურ აგრესიას, დაპირისპირებას დაასრულებს, მეორე მხრივ კი, საზოგადოების კონსოლიდირებას შეუწყობს ხელს.

მივესალმები, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა იმ ენაზე დაიწყეს საუბარი რა ენითაც გახარიას გუნდის წევრებმა პარტიიდან წამოსვლის მიზეზები ახსნეს. ეს სახალისო, თუმცა ამავდროულად ნამდვილად მისასალმებელია.

ნიშანდობლივია, რომ აქამდე ჩვენ ვხედავდით მხოლოდ საუბარს, ახლა მნიშვნელოვანია, რომ მის ნაცვლად კონკრეტული ქმედებები დავინახოთ ყველა მხრიდან.

ნათელია, რომ შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს საყოველთაო კონსენსუსს. პოლიტიკურ პროცესში, დაპირისპირება დასრულებადია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარეები შინაარსობრივად იაზრებენ საყოველთაო კონსენსუსის მიღწევის აუცილებლობას და ამისთვის იქცევიან თანმიმდევრულად.

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ნაბიჯი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად გადადგა, გააზრებულია და მიზნად ისახავს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანას და არა შეთანხმების მიუღწევლობაზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას“, - წერს ქემოკლიძე.

უმრავლესობიდან გასული დეპუტატი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათი გუნდი მიესალმება ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისკენ იქნება მიმართული.

„მე მოხარული ვარ, რომ 2 - დღიანი გზააბნეული "მესიჯბოქსის" შემდეგ, მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში ერთი-ერთში აისახა ის ძირითადი სათქმელი, რომელიც გახარიას გუნდმა და მათ შორის, მეც ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარ მიზეზებში პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების დროს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გადაწყვეტილების უალტერნატივობას.

დღეს არსებული პოლარიზებული პოლიტიკური გარემო და რადიკალური დღის წესრიგი ჩვენი სახელმწიფოს და პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებს აზიანებს! ეს არის სიმართლე, რომელიც ჩვენს მიერ დაფიქსირდა და რომელიც დღეს უკვე მმართველი პარტიის რიგებიდანაც გაჟღერდა და დადასტურდა.

სწორედ ამ რადიკალურ დღის წესრიგს გავემიჯნეთ ჩვენ გახარიას გუნდის წევრები და დავტოვეთ „ქართული ოცნების“ პარტია. სწორედ ამ რადიკალურ ნაბიჯებს გაემიჯნა გახარია, როდესაც ერთი ადამიანის მიმართ კანონის აღსრულების ფორმამ ქვეყნის ინტერესები და ევროპული მომავალი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ.

ჩვენი გუნდი ერთმნიშვნელოვნად მიესალმება ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისკენ იქნება მიმართული, იქნება ეს მმართველი პარტია თუ ოპოზიციური“, - წერს ლილუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება მოხდება, განხორციელდება ამბიციური საარჩევნო და სასამრთლო რეფორმები, პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, ასევე „ქართული ოცნება“ მზადყოფნას გამოხატავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში აამოქმედოს მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი, რაც გულისხმობს შემდეგს - თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

"მათი ნერვიულობის მასშტაბებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა... ირაკლი კობახიძის განცხადებები იყო პრიმიტიული ტყუილები' - კახა ქემოკლიძე

როგორ ეხმაურება კარლ ჰარცელი ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებას!

"მეღიმება - უნდათ, ყველას აჩვენონ, რომ გახარია მხსნელია" - როგორ ეხმაურება ანა ნაცვლიშვილი ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ნათია მეზვრიშვილის განცხადებას