ავტორი:

ემზარ კვიციანი - 2020 წლიდან მე პოლიტიკაში დარჩენას აღარ ვაპირებ, ქველმოქმედებით დავკავდები

ემზარ კვიციანი - 2020 წლიდან მე პოლიტიკაში დარჩენას აღარ ვაპირებ, ქველმოქმედებით დავკავდები

2020 წლიდან მე პოლიტიკაში დარჩენას აღარ ვაპირებ. - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა ემზარ კვიციანმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "7vs1" სტუმრობისას განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ ემზარ კვიციანის სამომავლო გეგმებით და ხომ არ უკავშირდება "წყვილების დახმარების ცენტრის" დაფუძნება მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს. ემზარ კვიციანმა აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური კარიერის დასრულებას მომავალ წელს გეგმავს.

"2020 წლიდან მე პოლიტაში დარჩენას აღარ ვაპირებ. უკვე 60 წლის გავხდები 2020 წელს და ქველმოქმედებით დავკავდები. მე კიდევ თითქმის 2 წელიწადი დამრჩა. ვიშრომებ მაქსიმალურად, ვიმუშავებ და დავიხარჯები მთლიანად. ამის შემდეგ ალბათ ჩემს გზაზე წავალ. ამ ცენტრის საქმიანობით არ ვიქნები დაკავებული, მაგრამ გვერდში დავუდგები ბოლომდე, ეს ფაქტია", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები