ავტორი:

ეროვნული ბანკი „შანტაჟის“ თაობაზე მამუკა ხაზარაძის განცხადებას პასუხობს

ეროვნული ბანკი „შანტაჟის“ თაობაზე მამუკა ხაზარაძის განცხადებას პასუხობს

ეროვნული ბანკი „შანტაჟის“ თაობაზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის - მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, არასწორია "შანტაჟად" შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელ ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს.

„კომერციულ ბანკში გამოვლენილი დარღვევის ადეკვატური სანქციის გამოყენება საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საბანკო სექტორის ზედამხედველის, პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.

ეროვნული ბანკის უფლებამოსილებით განსაზღვრული სანქციები დაკონკრეტებულია შესაბამის კანონმდებლობაში. ამ ჩამონათვალში არის, მათ შორის, მარეგულირებლის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ბანკის ადმინისტრატორების ხელმოწერის შეჩერება და/ან თანამდებობიდან გათავისუფლება, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს წარსულშიც გამოუყენებია.

შესაბამისად, არასწორია "შანტაჟად" შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელ ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები