ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" ოფისში იმყოფებიან - კადრები შეხვედრიდან

ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" ოფისში იმყოფებიან - კადრები შეხვედრიდან

„ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე პოლიტსაბჭოს სხდომას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრება.

გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივნად ბრუნდება, რასთან დაკავშირებითაც განცხადება, სავარაუდოდ, სწორედ პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

VIDEO: პირველი შიდაკადრები "ოცნების" ოფისიდან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი უკვე გამოჩნდა

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობა ამ დრომდე გია ვოლსკის უკავია.

ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა. "ირაკლი ღარიბაშვილი პარტია ქართულ ოცნებაში პოლიტიკურ მდივნად ბრუნდებაო, ხოდა გამარჯობა მტერო. ზოგიერთებს 112 უნდა, ამაღამ არ გლიჯოთ გულმა. ხომ ვთქვი, დაბრუნდება-თქო," - წერს ჯღარკავა.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2013-2015 წლებში იკავებდა. ბოლო ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ გასულ წელს გავრცელდა - ღარიბაშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი CEFC Energy Company Limited-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები