ავტორი:

მშობლები ბავშვებს სახეში ყველს ესვრიან, ახალი გამოწვევა სოცქსელებში ვირუსულად ვრცელდება

მშობლები ბავშვებს სახეში ყველს ესვრიან, ახალი გამოწვევა სოცქსელებში ვირუსულად ვრცელდება

სოციალური ქსელების მომხმარებლებს ახალი გატაცება აქვთ - უკვე რამდენიმე დღეა „ყველის გამოწვევა“ „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ ვირუსულად ვრცელდება.

მშობლები აზიარებენ ვიდეოებს, სადაც ჩანს, რომ ისინი მცირეწლოვან შვილებს სახეში მდნარი ყველის ნაჭრებს ესვრიან, შემდეგ კი ბავშვების რეაქციას აკვირდებიან.

„გამოწვევა“ აშშ-ში დაიწყო, პირველი ვიდეო მიჩიგანელმა მამამ გააზიარა, იდეა სხვა შტატებშიც მოიწონეს და სულ მალე სოცქსელებში ასობით ვიდეო განთავსდა, სადაც ყველის ნაჭრის სროლისგან გაოგნებული ბავშვების სახეები ჩანს.

ცხადია, გამოწვევას მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. ნაწილი ვიდეოებით ერთობა და ამბობს, რომ ხუმრობა სრულიად უბოროტოა. ნაწილი კი წერს, რომ სხვა ადამიანის შეურაცხყოფა გართობად არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მივიჩნიოთ.

ინტერნეტმომხმარებლების კიდევ ერთი ნაწილი კი ყველის მიმართ უდიერად მოპყრობამ გააღიზიანა, ისინი წერენ, რომ რძის პროდუქტის გაფუჭებას არანაირი გამოწვევა არ ამართლებს.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ