ავტორი:

გიორგი ქადაგიძე - "თიბისი ბანკის" საქმე ოპერაციების საკითხს გასცდა

გიორგი ქადაგიძე - "თიბისი ბანკის" საქმე ოპერაციების საკითხს გასცდა

დამფუძნებელი პარტნიორები აკეთებენ განცხადებას, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ ადგილი აქვს ორკესტრირებულ პოლიტიკურ შეტევას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ამ წუთებში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება.

როგორც ქადაგიძემ განმარტა, "თიბისი ბანკის" საქმე ოპერაციების საკითხს გასცდა. ის საქმის მაქსიმალური საჯაროობის აუცილებლობაზე საუბრობს.

"მაინტერესებს, რაზეა საუბარი. მოგეხსენებათ, 11 წლის წინანდელია, 22 წლის, თუ შარშანდელი, რა ხდება მთელი ამ ტრანზაქციების ირგვლივ, ბუნდოვანებით არის მოცული. განსაკუთრებით იმის ფონზე, როცა დამფუძნებელი პარტნიორები აკეთებენ განცხადებას, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ ადგილი აქვს ორკესტრირებულ პოლიტიკურ შეტევას. ამიტომ ამ კონტექსტში და ამ პრიზმაში, საკითხი არის გაცილებით უფრო ფართო, გაცილებით უფრო საჯარო, ვიდრე კონკრეტული ტრანზაქცია განხორციელებული პროცედურების დარღვევით, თუ პროცედურების დაცვით. გაცილებით დიდი მასშტაბის საქმესთან გვაქვს საქმე და გაცდა ეს საკითხი ამ ოპერაციების საკითხს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მაქსიმალური საჯაროობა", - განაცხადა ქადაგიძემ.

გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ყველაზე უფრო ადეკვატური გადაწყვეტილება იქნება.

„მე მივესალმები მაქსიმალურ საჯაროობას ამ პროცესების. ასევე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია პარლამენტის როლი გაძლიერდეს ამ პროცესში. ვინადან ჩვენ ვნახეთ, რომ პარლამენტის კომიტეტზე გაისმა ყველაზე უფრო ხმაურიანი განცხადებები და ბრალდებები, ამიტომ ვფიქრობ, დროებითი საგამოძიებო კომისია არის ყველაზე უფრო ადეკვატური გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საგამოძიებო კომისიის მანდატის ქვეშ ყველა მოხელეს, მოქმედს, ყოფილს, წასულს, და ა.შ. აუცილებლად მოუწევთ განმარტებების გაკეთება და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება “, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ