ავტორი:

ჭავჭავაძის გამზირზე ავტომანქანა ავტობუსის გაჩერებაზე შევარდა და ქალს დაეჯახა

ჭავჭავაძის გამზირზე ავტომანქანა ავტობუსის გაჩერებაზე შევარდა და ქალს დაეჯახა

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ქვეითად მოსიარულე ქალს ავტომობილი დაეჯახა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, საშუალო ასაკის ქალი ავტობუსის გაჩერებასთან იდგა, რა დროსაც მაღალი სისწრაფით მოძრავი ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა და ქალს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად ქალბატონმა დაზიანებები მიიღო, თუმცა ის კონტაქტურია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ფოტო: ანანო სამუშია

ავარიას მარნეული-სადახლოს გზაზე 2 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა

ქარელში, დევნილების კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა

"გამოცდაჩაბარებული მძღოლების ნაწილს, რუსთავიდან თბილისში ჩამოსვლა უჭირს" - ექსპერტები ავარიების მიზეზებსა და გამოსავალზე