ავტორი:

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებული ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი ფეხის არეში არის დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა მსუბუქი ავტომობილი იპოვეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის კვალი ეტყობოდა.

როგორც შსს-ში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ბათუმში 17 წლის ბიჭი დაჭრეს - მისი მდგომარეობა მძიმეა

"მუდმივი სამედიცინო ჩარევა სჭირდებათ გიორგის დედას, მამას და ბებიას..." - მირიან ნიკოლაძე გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახზე

"თქვა, რომ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ექსპერიმენტი ჩაატარა" - შსს-ს ინფორმაციით, "ტვ პირველის" ჟურნალისტმა 112-ში ცრუ შეტყობინება გააკეთა