ავტორი:

"მუდმივი სამედიცინო ჩარევა სჭირდებათ გიორგის დედას, მამას და ბებიას..." - მირიან ნიკოლაძე გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახზე

"მუდმივი სამედიცინო ჩარევა სჭირდებათ გიორგის დედას, მამას და ბებიას..." - მირიან ნიკოლაძე გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახზე

"ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან გიორგის ოჯახის წევრები და ამას ემატება ის, რომ ყოველდღე უყურებენ ვიღაცის უნიჭო ფანტაზიის შედევრებს" - ამის შესახებ 19 წლის გადაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ "აჭარის ტელევიზიის" ეთერში განაცხადა.

მან კონკრეტული მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

"მუდმივი სამედიცინო ჩარევა სჭირდებათ, როგორც გიორგის დედას, ისე მამას და ბებიას... ძალიან გვიმძიმს ეს ყველაფერი და ამას ემატება ის, რომ ყოველდღე უყურებენ, ვიღაცის უნიჭო ფანტაზიის შედევრებს. ეს მათზე მოქმედებს და ეს მათ მორალურ მდგომარეობას ამძიმეს. ძალიან რთულ მდგომარეობაშია ოჯახი ამ თვასაზრისით" - აღნიშნა ნიკოლაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დაკვნის ნაწილი მათთვის უკვე ცნობილია, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

"ოჯახის ძირითადი ვერსია იყო და არის განზრახ მკვლელობის ვერსია, რომელზეც გარდაცვალების პირველივე დღიდან ვსაუბრობთ. შესაბამისად, ეს ვერსია ძალაში რჩება და ხვალ გამოჩნდება, რამდენად გაამყარებს ექსპერტიზის დასკვნა ამ ყველაფერს.

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, რა თქმა უნდა ჩვენთვის რაღაც ნაწილი ცნობილია, თუმცა ხვალამდე ვერაფერს გავამჟღავნებთ. მკვლელობა მოხდა თუ არა და რა ფორმით მოხდა, ამაზე ხვალ ღიად ვისაუბრებთ" - განაცხადა ნიკოლაძემ.

როგორც ცნობილია, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოკვლევა დაასრულა და მისი შედეგები სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

დაპირისპირება დიღომში - დაჭრილია მამაკაცი

"იმ ადგილზე საბურთალოს ჯგუფიდან 3 მანქანა მოვიდა...  არის ინფორმაცია, რომ ეს პირები ეძებდნენ გიორგი შაქარაშვილს" - ადვოკატი

გვარამია პოლიციაში შაქარაშვილის საქმეზე სკანდალური განცხადებების გამო დაიბარეს?