ავტორი:

რა ცვლილებებს გვიმზადებს მარტი - ცნობილი ტაროლოგის ტაროს კარტების პროგნოზი

რა ცვლილებებს გვიმზადებს მარტი - ცნობილი ტაროლოგის ტაროს კარტების პროგნოზი

მარტი-გაზახფულის პირველი თვეა, რომელსაც რაღაც ახლის დაწყება და ახალი იმედები უკავშირდება. რამდენად პოზიტიური იქნება ეს თვე ჩვენთვის? ამ სტატიაში ტაროს კარტების პროგნოზს გაგაცნობთ, რომელსაც ცნობილი ავსტრალიელი ასტროლოგი და ტაროლოგი ანჟელა პერლი წარმოგიდგენთ.

1. ვერძი

ეს თვე შესანიშნავია პერიოდია იმისთვის, რომ საქმეები დაასრულოთ, სამომავლო გეგმები და აზრები დაალაგოთ. 5 მარტის შემდეგ წარსულიდან ვიღაცას გაახსენდებით და ურთიერთობის აღდგენას მოისურვებს (ყოფილი ქმარი, ძველი მეგობარი...).

მარტი ასევე საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ მოიშოროთ ძველი, გათავისუფლდეთ როგორც ზედმეტი ნივთებისგან, ისე ტოქსიკური ადამიანებისგან, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში არიან. კარგი პერიოდია იმ ადგილების მოსანახულებლად, სადაც უკვე ნამყოფი ხართ.

5-დან 28 მარტის ჩათვლით მსხვილ შენაძენებს ნუ გააკეთებთ.

2. კურო

თვის დასაწყისში ნერვიულობა მოგიწევთ: დაძაბული დღეები გელით. მოსალოდნელია პრობლემები სამსახურში, რაც თქვენს განწყობაზეც აისახება. თუმცა ეს რთული პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდება.

თვის მეორე ნახევარი პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებს გპირდებათ. ჰარმონიას და სიმშვიდეს ჰპოვებთ და ეჭვებს თავს დააღწევთ.

3. ტყუპები

მარტში ტყუპებს კარიერაში ელით ცვლილება, შესაძლოა სტატუსიც შეიცვალონ. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და ოჯახური ცხოვრების საძირკვლის ჩასაყრელადაც.

თვის შუა პერიოდში მოულოდნელ შემოსავალს მიიღებთ, რომელიც უმჯობესია თქვენს ჯანმრთელობას და განწყობის ამაღლებას მოახმაროთ.

4. კიბო

2 მარტს პლანეტა ვენერა კიბოს მე-8 სახლში შედის, ფულის სახლში. ეს ნიშნავს, რომ ფინანსურ სფეროში ყველაფერი კარგად გექნებათ. თვის შუა პერიოდში საზღვარგარეთ გამგზავრების საშუალება მოგეცემათ. შესაძლოა, ბიზნესის დაწყება ან ნაცნობობა უცხოელთან.

მარტი შესანიშნავი პერიოდია სწავლისთვის. ყურადღება მიაქციეთ, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან და ახალი საქმეების წამოწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ.

5. ლომი

გასათხოვარ ლომებს ახალი ნაცნობობა ელით მარტში. პაემანი, რესტორანში ან თეატრში მიპატიჟება, ბევრი რომანტიკა, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა.

დაოჯახებული ლომები კი ურთიერთობაში ჰარმონიას მიაღწევენ, შესანიშნავი პერიოდია მეორე თაფლობისთვის მოსაწყობად.

მარტი ასევე კარგი პერიოდია ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, კრედიტის დასაფარად. შესაძლოა თანხაც მიიღოთ ამ თვეში დამატებით.

6. ქალწული

ბოლოსდაბოლოს, სამსახურში მიკროკლიმატი მოწესრიგდება. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ: მოერიდეთ ძილის წინ ჭამას და ერთ ადგილას დიდხანს ჯდომას. ყურადღება მიაქციეთ თქვენი ცხოვრების წესს, ჩვევებს და ყოველდღიურ რეჟიმს.

თვის მთავარი თემაა - ურთიერთობები. შესაძლოა ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობის განახლება, როგორც სასიყვარულო, ისე საქმიან სფეროში. თვის განმავლობაში კარგ განწობაზე იქნებით.

7. სასწორი

ვარსკვალვები გირჩევენ, რომ მარტში გარშემომყოფთაგან კომპლიმენტები მიიღოთ. თქვენი მომხიბვლელობა და დარწმუნების უნარი არამარტო მორალურ კმაყოფილებას, არამედ სარგებელსაც მოგიტანთ.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სასწორები სახლში ყოფნით და სიმყუდროვის შეგრძნებით მიიღებენ უფრო დიდ სიამოვნებას, ვიდრე სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრებით. ამ თვეში ყველა საყოფაცხოვრებო პრობლემა და საკითხი მოგვარდება.

8. მორიელი

მარტი შესაძლოა სიყვარულის თვე აღმოჩნდეს მორიელებისთვის. ახალი შემოქმედებითი იდეები გექნებათ, რომელთაც სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოთ და მოქმედება დაიწყოთ.

დროა მომავალზე დაფიქრდეთ და პრიორიტეტები დაალაგოთ. თუ ოჯახის შექმნას ან ბავშვის ყოლას გეგმავთ, წარმატება თქვენს მხარესაა.წაიკითხეთ სრულად

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ