ავტორი:

49 წლის ჯენიფერ ლოპესი მეხუთედ დაინიშნა - ნახეთ ნიშნობის ბეჭედი, რომელიც 4.5 მლნ დოლარზე მეტი ღირს

49 წლის ჯენიფერ ლოპესი მეხუთედ დაინიშნა - ნახეთ ნიშნობის ბეჭედი, რომელიც 4.5 მლნ დოლარზე მეტი ღირს

49 წლის მომღერალი ჯენიფერ ლოპესი საყვარელ მამაკაცზე, 43 წლის ალექს როდრიგეზზე დაინიშნა. წყვილმა ულამაზესი ნიშნობის ბეჭდის ფოტოები „ინსტაგრამზე“ გააზიარა.

იუველირული ნაკეთობების ექსპერტის, კეტრინ მანის თქმით, ბეჭდის ღრებულება 4.5 მლნ დოლარზე მეტია.

„ის თანახმაა“, - წერს "ინსტაგრამზე" როდრიგეზი.

მომღერლის მენეჯერი, ბენი მედინა PEOPLE-თან ამბობს, რომ წყვილი ახლა დასასვენებლად იმყოფება. გამოცემის წყაროს ცნობით კი ახლადდანიშნულები ბაჰამის კუნძულებზე ისვენებენ.

ლოპესი და როდრიგეზი უკვე 2 წელია ერთად არიან. ჯენიფერისთვის ეს მეხუთე ნიშნობა და მეოთხე ქორწინებაა. ორი შვილი ჰყავს ყოფილი ქმრისგან, მარკ ენტონისგან - 11 წლის ტყუპები მაქსი და ემი.

ალექსი ლოპესამდე ერთხელ იყო დაქორწინებული. მას 10 წლის ელა და 14 წლის ნატაშა ჰყავს.

ვარსკვლავების იახტები, თვითმფრინავები და გადაადგილებაში დახარჯული მილიარდები - რა ღირს კომფორტი ჰოლივუდში

მაკა ასათიანის ულამაზესი შვილიშვილის აქამდე უცნობი ფოტოები - ლეას, რომელიც საქართველოში იზრდება, პოპულარულ ბაბუას ამსგავსებენ

"მუსიკოსებსაც რა ვუთხრა, გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ფირფიტებს რომ ყიდიან" - "ბასიანის" თანადამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის ემოციური პოსტი