ავტორი:

ვინ არიან 20 და 21 წლის ახალგაზრდები, რომლებიც გლდანში "საქართველოს ბანკს" დაესხნენ თავს

ვინ არიან 20 და 21 წლის ახალგაზრდები, რომლებიც გლდანში "საქართველოს ბანკს" დაესხნენ თავს

გლდანში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

8 მარტს მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულები არიან წარსულში ნასამართლევი 20 და 21 წლის ახალგაზრდები, რომელთაც ბრალი რამდენიმე მუხლით წარედგინათ.

შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული 1998 წელს დაბადებული ნიკა ქარსალაძეა, რომელიც წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ასევე, წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევია 1999 წელს დაბადებული კახა გამხუაშვილი მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

21 წლის ნიკა ქარსელაძე დაოჯახებულია. როგორც დაკავებულების ფეისბუქ-გვერდებიდან ირკვევა, გამხუაშვილი და ქარსელაძე ახლო მეგობრები არიან, სოციალურ ქსელში მათი ერთობლივი ფოტოები იძებნება.

როგორც საქმის პროკურორმა ირაკლი გულდედავამ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, ბრალდებულები მთელი ღამის განმავლობაში გატაცებულებთან ერთად იმყოფებოდნენ და მათ არ ჰქონდათ თავზე არაფერი ჩამოფარებული, შესაბამისად, დაზარალებულებმა მათი ამოცნობა შეძლეს. ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაზარალებულის განმარტებით, ავტომობილში მოიხსნა ნიღაბი. სწორედ ასე შეძლეს მისი იდენტიფიცირება.

რაც შეეხება დაყაჩაღებისას გატაცებული თანხის ოდენობას, პროკურორის ინფორმაციით, დაახლოებით 8 100 ევრო, 13 000 დოლარი და 10 000 ლარია წაღებული ბანკიდან.

"10 წლის გოგონამ თქვა, რომ ოჯახის ახლობელმა მამაკაცმა მის მიმართ სექსუალური სახის გარყვნილი ქმედება განახორციელა" - "იალქანი"

დაკავებულია "ყასაბიჩი", "ჩიჟიკა", "მღვდელოვიჩი"... -  შსს-მ "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ბრალდებით 25 პირი დააკავა, 4-ს ბრალი წარედგინა, იძებნება 2 პირი

ქმრის მიერ მოკლული 33 წლის მარიამ წივწივაძის საქმე ოჯახმა სტრასბურგში მოიგო - "მან ტრაგედიამდე, სულ ცოტა,11-ჯერ მიმართა პოლიციას დახმარებისთვის"