ავტორი:

დავით ზალკალიანი ევროპის ქვეყნებში თავშესაფარის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

დავით ზალკალიანი ევროპის ქვეყნებში თავშესაფარის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ფუჭია, საქართველოს მოსახლეობის ყველა ასეთი მცდელობა მოითხოვოს თავშესაფარი ევროპის ქვეყნებში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ესპანეთსა და საფრანგეთში ქუჩაში მყოფი თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით ზალკალიანს კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია, თუ რამდენმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი ევროპის ქვეყნებში, თუმცა, მისი თქმით, საქართველოს იმიჯი ევროკავშირში არის წარმოდგენილი, როგორც უსაფრთხო ქვეყანა და შესაბამისად, თავშესაფრის მოთხოვნა ჩვენს მოქალაქეებს არ დაუკმაყოფილდებათ.

„ჩვენ მყისიერად ვრეაგირებთ ნებისმიერ შეტყობინებაზე და ინფორმაციაზე, რომელიც არის დაკავშირებული თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, ეს შემთხვევაც ჩვენთვის ცნობილია. ჩვენი კონსულები არიან მუდმივ კავშირში საიმიგრაციო სამსახურების წარმომადგენლებთან. ჩვენმა საზოგადოებამ და მოსახლეობამ უნდა გაიგოს, საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში არის შეყვანილი უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში. ანუ, ეს გულისხმობს იმას, რომ არც ერთი მიმართვა, რომელიც იქნება თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით არ იქნება დაკმაყოფილებული. მოვუწოდებთ საზოგადოებას, ჩვენს მოსახლეობას, რომ ნუ ჩაიგდებენ თავს მძიმე მდგომარეობაში. ის ხარჯები, რომელსაც ისინი გაიღებენ იმ მიზნით, რომ წავიდნენ და თავშესაფარი მოითხოვონ, მხოლოდ დააზარალებს ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც კონსულები შეხვდნენ ბარსელონასა და ამიენსში, მინისტრის თქმით, მათ შესაბამისი პროცედურები აუხსნეს და ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ დაბრუნდნენ ქვეყანაში.

შეგახსენებთ, საქართველოს კონსულებმა ბარსელონასა და ამიენსში საქართველოს მოქალაქეები მოინახულეს, რომელთაც თავშესაფრის მოთხოვნის გამო ქუჩაში ყოფნა უწევთ.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ბარსელონას გადაუდებელი აუცილებლობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებიან და ღამეს ოჯახებთან ერთად ქუჩაში ათენებენ. ანალოგიურ შემთხვევას ადგილი აქვს საფრანგეთში ქალაქ, ამიენსში, სადაც ქუჩაში, რკინიგზის სადგურზე ღამეს, ასევე, ათენებს თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით საფრანგეთში ჩასული საქართველოს ათეულობით მოქალაქე მცირეწლოვან ბავშვთან ერთად.

"გოგონა, თქვენ ავადმყოფი ხართ" - რატომ გააღიზიანა სერგეი ლავროვი ქართველი ჟურნალისტის კითხვამ და როგორ ეხმაურებიან ფაქტს რუსეთში

LIVE: ალეკო ელისაშვილი "ნიუსრუმში"

რატომ არ მივიდა ფინანსთა მინისტრი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე - ივანე მაჭავარიანის განმარტება