ავტორი:

გარემო, რომელიც ბავშვს წიგნისა და კითხვის ინტერესს უჩენს - გიორგი კეკელიძე და თამრიკო ჭოხონელიძე ბავშვებს შეხვდებიან

გარემო, რომელიც ბავშვს წიგნისა და კითხვის ინტერესს უჩენს - გიორგი კეკელიძე და თამრიკო ჭოხონელიძე ბავშვებს შეხვდებიან

ყველა მშობელი ოცნებობს, რომ მისი შვილი წიგნიერი და ნაკითხი პიროვნება გაიზარდოს. საამისოდ კი ბავშვი ადრეული ასაკიდანვე უნდა მიეჩვიოს გარემოს, სადაც კითხვა სასიამოვნო განცდებთან არის დაკავშირებული.

სამწუხაროდ, თითქმის ვერ ნახავთ ისეთ საბავშვო გასართობს, სადაც წიგნის კითხვა იქნება მთავარი სანახაობა. ამიტომ ვინ, თუ არა წიგნების მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" ბავშვებისთვის ყოველ შაბათ-კვირას კითხვის საათი დააწესა. ეს უბრალოდ წიგნის კითხვა არ არის. წარმოიდგინეთ, უამრავი წიგნით გარემოცული ლამაზი სამყარო, სადაც პუფებზე დასკუპებულ პატარებს ცნობილი ადამიანები საყვარელ ზღაპრებს უკითხავენ. ბავშვები, გარდა იმისა, რომ ამ გარემოში სულ სხვანაირი ინტერესით ისმენენ წაკითხულს, ლამაზ-ლამაზ საჩუქრებსაც იღებენ და განსაკუთრებულად ამახსოვრდებათ "კითხვის დღე".

გამონაკლისი არც უახლოესი შაბათ-კვირა იქნება - 16 და 17 მარტს, "ბიბლუსი გალერეაში" მისულ პატარა მკითხველებს განსაკუთრებული სიურპრიზი ელოდებათ. 16 მარტს, 17:00-ზე, კითხვის საათის მასპინძელი იქნება ყველასთვის საყვარელი მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე, რომელიც პატარებს "თომას ზღაპრებს" წაუკითხავს.

დაგვეთანხმებით, რომ ბავშვზე აუცილებლად დადებით კვალს დატოვებს იმ ადამიანთან შეხვედრა, რომელიც მთელ თავის დროს წიგნებსა და მათ პოპულარიზაციას უთმობს. ბატონი გიორგის გაცნობა ბავშვების ერთ-ერთ საინტერესო მოგონებად დარჩება.

რაც შეეხება კვირას, 17 მარტს, 15:00-ზე კითხვის საათის სტუმარი იქნება ცნობილი მომღერალი, ყველასთვის გამორჩეული და საყვარელი თამრიკო ჭოხონელიძე.

თავისი ტკბილი და სასიამოვნო ხმით ქალბატონი თამრიკო მართლაც მოუწყობს ბავშვებს ჯადოსნურ მოგზაურობას ზღაპრების სამყაროში.

ამ ღონისძიებებზე მოსახვედრად აუცილებლად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. დასწრების საფასური 5 ლარია. ამაში შედის "ბიბლუსის" სამახსოვრო საჩუქრებიც: წიგნები, ბლოკნოტები და სახატავი ატრიბუტები.

პირველი 15 ბილეთის მქონე ბავშვებს, ორივე ღონისძიებაზე სათამაშოების მაღაზია "პეპელა" საჩუქრად სათამაშოებს გადასცემს. ღონისძიების ყველა მონაწილე ბავშვი მიიღებს არტის და კრაფტის და ასევე "პეპელას" ვაუჩერებს.

კითხვის საათი დიდი ხანია "ბიბლუსი გალერეის შაბათ-კვირის ტრადიციად იქცა და ძალიან ბევრი მშობლისა თუ ბავშვის მოწონება დაიმსახურა. პირველ რიგში აქ რეგისტრირდებიან მშობლები, ვისაც უნდა, რომ შაბათ-კვირა მისმა შვილმა კითხვას დაუთმოს და წიგნი მისთვის ღირებული გახდეს. ასეთი, საგანგებოდ წიგნებსა და კითხვაზე მორგებული გარემო, საინტერესო ადამიანები, ყოველთვის გამოიღებს შედეგს - ბავშვები შეიყვარებენ კითხვას და წიგნი მათი საუკეთესო მეგობარი გახდება. ის მეგობარი, რომელთან ერთადაც წარმატება და წინსვლა გარდაუვალი იქნება. ამ ღონისძიების ფარგლებში კითხვის საათს უკვე მასპინძლობდნენ იაკო კვიჭიძე, მსახიობი გია ბაღაშვილი, 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელებული ლადო აფხაზავა, ყველასთვის საყვარელი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, ჟურნალისტი ეთო ფურცხვანიძე, განათლების ექსპერტი პაატა პაპავა და სხვები. მსგავსი აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება თუმცა თუ მშობლებს სურთ, რომ მათ შვილებს წიგნის სიყვარული გაუღვივონ, არც ერთი დღე არ უნდა გამოტოვონ, რადგან თითოეული კითხვის საათი ახალ შესაძლებლობასთან არის დაკავშირებული.

იმისთვის, რომ მშობელმა ბავშვი კითხვის საათზე მოიყვანოს, ჯერ უნდა დაარეგისტრიროს შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2SVdf4A

ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/2DRLjcl

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა