ავტორი:

ივანკა ტრამპი ქართველ ფერმერს ყაბალახისთვის მადლობას უხდის - „ყოველთვის გამახსენდებით, როცა მას გავიკეთებ“

ივანკა ტრამპი ქართველ ფერმერს ყაბალახისთვის მადლობას უხდის - „ყოველთვის გამახსენდებით, როცა მას გავიკეთებ“

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე თებერვალში აშშ-ს პრეზიდენტსა და მის ქალიშვილს შეხვდა. დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის დაფუძნების იდეა დონალდ ტრამპის ქალიშვილს და პრეზიდენტის მრჩეველს - ივანკა ტრამპს ეკუთვნის. სახელმწიფო მდივნებთან, ელჩებთან და პრეზიდენტის მრჩევლებთან ერთად შეხვედრას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ლიდერი ქალები ესწრებოდნენ, მათ შორის ნინო ზამბახიძეც იყო.

ზამბახიძეს ამერიკის პრეზიდენტისთვის და ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებისთვის სიტყვით მიმართვის შესაძლებლობაც მიეცა. ქართველ ფერმერს ივანკა ტრამპა მიმართა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება სთხოვა. აი, რაზე ისაუბრა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა აშშ-ს პრეზიდენტის წინაშე:

"მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც ფიქრობდა, რომ საქართველოში ქალებს მომავალი არ ჰქონდათ, თუმცა ჩემთვის გარდამტეხი მომენტი გახდა შესაძლებლობა, რომელიც მომცა "ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა" რომ გავმკლავებოდი იმ სირთულეებს, რომლებსაც წავაწყდი. საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე და დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფერმერი ვარ, ახლა ჩემს საზოგადოებას ვეხმარები ფინანსებზე წვდომის, განათლებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფით" - აღნიშნა ნინო ზამბახიძემ

დღეს კი მან „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა წერილი, რომელიც ივანკა ტრამპისგან მიიღო.

აშშ-ს პრეზიდენტის ქალიშვილი წერილში აღნიშნავს, რომ ზამბახიძის ამბავმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი ფერმერის გამოცდილება სხვა ქალებისთვისაც გახდება შთაგონების წყარო.

„აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ ლამაზი ქართული კაშნესთვის. ყოველ ჯერზე გამახსენდებით, როდესაც მას გავიკეთებ,“ - წერს ივანკა ტრამპი.

ნინო ზამბახიძე კი აღნიშნავს, რომ საჩუქარი ქართული ყაბალახი იყო.

"5 დღის წინ მოგვამაგრეს ოჯახის ექიმი, რომელმაც პირველ დღეს დარეკა და მას მერე ვეძებთ" - რას წერს ლევან სუხიტაშვილი ინფიცირებული დედის მკურნალობის თაობაზე

"რესპუბლიკა გაქვს მაშინ ... ბანანის!" - ექიმმა ზურაბ გურულმა საქართველოში არსებულ ვითარებას ლექსი მიუძღვნა

"ქრისტე თავადაც წინასწარმეტყველებს სამყაროს დასასრულის შესახებ" - რას წერს დეკანოზი "აპოკალისფურ" ფეიკ-ნიუსებზე და რის წაკითხვას ურჩევს ბოლო ჟამით დაინტერესებულ ქრისტიანებს