ავტორი:

"მე, უნიჭო და გახრწნილი რეჟისორი კედელთან მიმაბჯინეს და დამხვრიტეს!" - რას პასუხობს რობერტ სტურუა სპექტაკლის კრიტიკას

"მე, უნიჭო და გახრწნილი რეჟისორი კედელთან მიმაბჯინეს და დამხვრიტეს!" - რას პასუხობს რობერტ სტურუა სპექტაკლის კრიტიკას

12 მარტს რუსთაველის თეატრში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მისულ ქართველ და უცხოელ სტუმრებს რობერტ სტურუას სპექტაკლი "ბედი ქართლისა" წარუდგინეს.

რეჟისორმა სპექტაკლი სწორედ ამ მასშტაბური ღონისძიებისთვის დადგა, თუმცა ალბათ სტურუას არცერთ სპექტაკლს არ მოჰყოლია საზოგადოების მხრიდან იმდენი ნეგატიური შეფასება, როგორც "ბედი ქართლისას"... რეჟისორი მწვავედ გააკრიტიკეს კრიტიკოსებმა და ინტერნეტმომხმარებლებმა, სპექტაკლს "სამარცხვინო", "სკოლის ბანკეტისთვის დადგმული წარმოდგენა" უწოდეს.

კრიტიკას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტით და უჩვეულო სელფით გამოეხმაურა:

“ყვარყვარეს” გამო დაჭერით მემუქრებოდნენ;

“კავკასიურის” გამო - მხსნიდნენ;

“რიჩარდმა” ანონიმური წერილები გაგზავნა მოსკოვში, ЦК-ში და КГБ-ში;

“ლურჯი ცხენები” - ამიკრძალეს;

ინტერვიუ გამოვაქვეყნე და - “თავისუფლების” ბელადმა, ვინმე სოვდაგარ-სააკამ გამაგდო;

“არაისტორიულმა ამბავმა” - ვითომ აღშფოთებული თანამემამულეები დაამშვიდა და ბედნიერებმა იარაღს სტაცეს ხელი და ნაცების და”თავისუფლების” ბრძანებით მე, უნიჭო და გახრწნილი რეჟისორი კედელთან მიმაბჯინეს და გემრიელად დ ა მ ხ ვ რ ი ტ ე ს!

ჩემო ცაფირუზზურმუხტო, ტკბილად გააგრძელე უბადრუკი ძილი!" - წერს სტურუა "ფეისბუქზე".

"უკვე თავისით დადის..." - სოფო ნიჟარაძე შვილთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს

"ვიცი, რომ გოგოს მშობლები სხვანაირად ბედნიერები და განებივრებულები ხართ“ - როგორ პასუხობს ანუკი არეშიძე "გოგო შვილთან" დაკავშირებულ კითხვას

სააკაშვილების ოჯახური სადილი მანჰეტენზე - რა ფოტოს აქვეყნებს საქართველოს ექსპრეზიდენტი