ავტორი:

ვარკეთილში "მარშრუტკის" მძღოლი დაჭრეს

ვარკეთილში "მარშრუტკის" მძღოლი დაჭრეს

ვარკეთილში მიკროავტობუსის მძღოლი ცივი იარაღით დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, კონფლიქტი მძღოლსა და მის ნაცნობს შორის მაშინ მოხდა, როდესაც მიკროავტობუსი გაჩერებაზე იმყოფებოდა.

შსს-ს ცნობით, დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია და საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მიკროავტობუსის მძღოლი ამ ეტაპზე საავადმყოფოშია მოთავსებული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ