ავტორი:

"სოფელში თუ ვინმე იმშობიარებს, ღმერთები განრისხდებიან" - ბავშვის გასაჩენად ქალებს ფეხით გრძელი გზის გავლა უწევთ

"სოფელში თუ ვინმე იმშობიარებს, ღმერთები განრისხდებიან" - ბავშვის გასაჩენად ქალებს ფეხით გრძელი გზის გავლა უწევთ

განაში, ერთ-ერთ სოფელში ორსულ ქალებს მშობიარობის უფლება არ აქვთ. მამფე დოვეში მცხოვრები არცერთი ადამიანი სოფელში არ დაბადებულა. BBC-ს ინფორმაციით, მშობიარობა აქ ტაბუდადებული თემაა და მიიჩნევენ, რომ თუ სოფელში ვინმე ბავშვს გააჩენს, ღმერთები განრისხდებიან.

„9 თვის ორსული ვარ, მაგრამ ჩემს სოფელში მშობიარობის უფლება არ მაქვს,“ - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ჰანა კოსინაჰი.

სოფლის ლიდერები კი ამტკიცებენ, რომ ძველი ტრადიციის დაცვა აუცილებელია.

„როდესაც ჩვენი წინაპრები აქ დასახლდნენ, ციდან ხმა მოისმა : ეს წმინდა მიწაა, თუ აქ გსურთ დარჩენა, წესებს უნდა დაემორჩილოთ - აქ არავინ უნდა დაიბადოს და არავინ დაიკრძალოს“, აცხადებს სოფლის წინამძღოლი კვამე გბენუა.

ორსულები მშობიარობის დაწყებისას სოფლიდან სასწრაფოდ გაჰყავთ. ძლიერი ტკივილის მიუხედავად ისინი ხშირად რთულ პირობებში მგზავრობენ.

„ხშირად დიდი მანძილის გავლა გვიწევს ფეხით, რომ სადმე სხვაგან ვიმშობიაროთ. პირველ ბავშვს რომ ვაჩენდი, ძალიან გამიჭირდა მანქანის შოვნა, რომ სოფლიდან წავეყვანე. მეორე ბავშვზეც ასე რთული იყო. ახლა უკვე კლინიკაა სოფელთან ახლოს, სადაც მესამე ბავშვს გავაჩენ,“ - ამბობს ჰანა კოსინაჰი.

რეგიონის სხვა სოფლებმა აკრძალვა გააუქმეს, თუმცა მამფე დოვეს წინამძღოლები მზად არ არიან, „ღმერთების ნების წინააღმდეგ წავიდნენ“.

ორსული ჰანა სოფლის ლიდერებს წესების შეცვლას სთხოვს, რადგან, მისი თქმით, ქალებისთვის ძალიან ძნელია, მშობიარობის დროს სხვაგან წასვლა, უმეტეს შემთხვევაში კი - ტრანსპორტის გარეშე.

კანარის კუნძულებს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა - ფოტოები სტიქიის ზონიდან

"თითქოს სამყაროს აღსასრული დადგა" -  ფოტოები იტალიის ქალაქებიდან, რომლებიც კორონავირუსის გამო იზოლირებულია

ქვეყნები, სადაც კორონავირუსია გავრცელებული - გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა უახლესი მონაცემები მსოფლიოში