ავტორი:

შენ ხარ "ქართული ოცნების" მესაფლავე - დაპირისპირებაა ბესელიას, ფოფხაძესა და ზარდიაშვილს შორის

შენ ხარ "ქართული ოცნების" მესაფლავე - დაპირისპირებაა ბესელიას, ფოფხაძესა და ზარდიაშვილს შორის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ვანო ზარდიაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

გედევან ფოფხაძემ და ეკა ბესელიამ ზარდიაშვილს საკუთარი წარსული გაახსენეს და მიმართეს, რომ ის არის ზონდერი.

„შენ ხარ „ქართული ოცნების“ მესაფლავე“, - ასე მიმართა გედევან ფოფხაძემ ზარდიაშვილს.

ზარდიაშვილმა კოლეგებს საპასუხო ბრალდებები წაუყენა, მათ შორის მიმდინარე სიტყვიერი დაპირისპირების გამო რამდენიმე წუთია, რაც კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა ვერ ხერხდება.

მართალი ვარ, წესიერი ვარ, პატიოსანი ვარ, კომპეტენტური ვარ და თქვენს პატიოსნებას მიხედეთ, - ასე მიმართა ვანო ზარდიაშვილმა ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძეს.

ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, ფოფხაძისა და ბესელიას განცხადებები ფარსია. ამ კონტექსტში საუბრისას, მმართველი პარტიის დეპუტატმა ყოფილ თანაგუნდელებს პროფესიონალიზმი და წარსული საქმიანობა დაუწუნა.

"6 წელი რაც თქვენ ვერ გააკეთეთ იმის გამოსწორებას ორი კვირის დანიშნულ თავმჯდომარეს როგორ სთხოვთ?! ეს ყველაფერი ხომ ფარსია! მართალი ვარ, წესიერი ვარ, პატიოსანი ვარ, კომპეტენტური ვარ და თქვენს პატიოსნებას მიხედეთ. პატიოსნებაზე როგორ უნდა მელაპარაკოს ვინმე. სრულიად საქართველომ იცის ამ დარბაზში მყოფთა როგორც პატიოსნება, ასევე ღირსება. პირდაპირ ვამბობ, სასამართლოს ეპარება კორუფციის მატარებელი ხალხი",- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები