ავტორი:

კლოდ მონეს 3 რჩეული ტილო თქვენს კოლექციაში!

კლოდ მონეს 3 რჩეული ტილო თქვენს კოლექციაში!

როგორც უკვე ჩვენმა მკითხველებმა იციან, 21 იანვრიდან, პროექტი - "დიდი მხატვრების შედევრები" დაიწყო, რომლის ფარგლებში ცნობილი მხატვრების შედევრების ზუსტი ანალოგები, ეტაპობრივად ხელმისაწვდომია წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.

პროექტის ფარგლებში უკვე ცნობილია და გამოსულია სამი ხალხის რჩეული მხატვარი: ვან გოგი, ლეონარდო და ვინჩი და კლოდ მონე. სწორედ კლოდ მონეს 3 რჩეული ტილო, 18 მარტიდან არის ხელმისაწვდომი გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად. კლოდ მონეს სამი რჩეული ტილოებია:

  • „შთაბეჭდილება/მზის ამოსვლა“ - ზომა: 41X31 სმ - სპეციალური ფასი 21,50 ლარი, გაზეთთან ერთად 23 ლარი
  • „ქალი ქოლგით“ - ზომა: 22X28 სმ - სპეციალური ფასი 13,50 ლარი, გაზეთთან ერთად 15 ლარი
  • „არჟანტეის ყაყაჩოები“ - ზომა: 41X31 სმ - სპეციალური ფასი 21,50 ლარი, გაზეთთან ერთად 23 ლარი

ნახატები მაღალი ხარისხის ტილოსგან მზადდება, რომელიც გადაჭიმულია ნატურალურ ხეზე. დეკორატიული ტილოები კი დაბეჭდილია წყლის უსაფრთხო საღებავებით.

კლოდ მონეს ტილოები სპეციალურ ფასად ხელმისაწვდომია ერთი კვირის განმავლობაში.

იჩქარეთ, რათა დაამშვენოთ თქვენი სახლი დიდი მხატვრების შედევრებით! ასევე შეგახენებთ, რომ ხმის მიცემა გრძელდება. პროექტი "დიდი მხატვრების შედევრები" ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 12 მხატვრის 3-3 ნამუშევარი თვეში ერთხელ გამოვა.

გადახედეთ მხატვრების შედევრებს და მიეცით ხმა თქვენს რჩეულს, რათა მოხვდეს 12 რჩეულ შორის - https://www.palitral.ge/mkhatvrebi

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ