ავტორი:

"ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება..." - ასტროლოგები 21 მარტთან დაკავშირებით გვაფრთხილებენ

"ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება..." - ასტროლოგები 21 მარტთან დაკავშირებით გვაფრთხილებენ

21 მარტს ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ხდება, რომელთა შესახებ ცნობილი ქართველი ასტროლოგები გვაფრთხილებენ და რეკომენდაციებს გვთავაზობენ:

ქეთი ვაწაძე:

"21 მარტს ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ხდება - არის სავსემთვარეობა (05:42 წუთზე)... მზე გადადის ვერძის ნიშანში ასევე, არის გაზაფხულის ბუნიაობა, დღე-ღამსწორობა (ასტრონომიულად 20 მარტს, 21:58, ხოლო ჩვენი დროით 21 მარტს, 1:58) და იწყება ახალი ასტროლოგიური წელი!

საერთოდ ბუნიაობა წელიწადში ორჯერაა. პირველია 20 -21 მარტს და შემოდგომაზე - 22 ან 23 სექტემბერს. მარტის ბუნიაობის დროს მზე გადაინაცვლებს სამხრეთ ნახევარსფეროდან ჩრდილოეთით, ხოლო სექტემბერში პირიქით, ჩრდილოეთიდან სამხრეთში.

ეს დღე საკრალურ დღედ მოიაზრება! ესაა სიბნელისა და სინათლის გაწონასწორება, რომლის შემდეგაც სინათლე მძლავრობს ბნელზე და ბუნებაც სწრაფად იწყებს გაღვიძებას ზამთრის ძილის შემდეგ. 21 მარტიდან დღე ყოველდღიურად მოიმატებს და პიკს 21 ივნისს მიაღწევს, ანუ როდესაც ყველაზე გრძელი დღე იქნება.

გაზაფხულის ბუნიაობასთანაა დაკავშირებული ბევრი სლავური, გერმანული, კელტური დღესასწაული. თარიღი, როდესაც დღე ღამეზე გრძელი ხდება, უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ბევრ ქვეყანაში სწორედ ამ დღეს აღნიშნავენ ახალ წელს!

21 მარტი ასტროლოგების დღედაც მოიაზრება - მოკლედ, მოემზადეთ, დასახეთ მიზნები, ჩამოწერეთ გეგმები და ახალი შემართებით შეხვდით მზის ახალ ციკლს!

მზიან, ბედნიერ, სიბნელეზე გამარჯვების დღეებს გისურვებთ! სიკეთე გქონოდეთ!".

ხათუნა ნოელი:

"ამ დღეებში ცაზე ე.წ. ბისექსტილია - მარსის-პლუტონისა და მერკური/ნეპტუნისაგან შემდგარი ჰარმონიული სამკუთხა ფიგურა. მისი წყალობით ტვინი ბევრად უფრო აქტიურად მუშაობს, ვიდრე წინა დღეებში. რეტროგრადულობისათვის დამახასიათებელი შეცდომების რიცხვიც შედარებით კლებულობს. კონსტრუქციული დიალოგის და არგუმენტირებული კამათისათვისაც მშვენიერი დროა. ინიციატივების თქვენს თავზე აღების ნუ შეგეშინდებათ - აქტიურობა უცილობლივ დაგიფასდებათ!! ასევე შესაძლოა მიიღოთ რაღაც დაფარული ინფორმაცია, ან რაიმე საიდუმლოს არსში ჩასწვდეთ. ძალიან დიდია ალბათობა ეს ეხებოდეს საერთო ბიზნესთან და ინვესტიციებთან ან ვალებთან დაკავშირებულ საქმეებს. არც მემკვიდრეობის თემების წინ წამოწევაა გამორიცხული. ყველაზე მეტად ეს კუროებს, თევზებს და თხისრქებს ეხებათ. აგრეთვე მათ, ვისაც ამ ნიშნებში 19-22 გრადუსის ფარგლებში გყავთ მნიშვნელოვანი პლანეტები. კონფიგურაცია ძალაშია 20 მარტის ჩათვლით".

მიხეილ ცაგარელი:

ვისაც გაინტერესებთ, 21 მარტს როგორ ჩავიფიქროთ სწორად სურვილები ნახეთ ეს გადაცემა. შეგახსენებთ ჩემო მეგობრებო, რომ 21 მარტს არის: სავსემთვარეობა, ასევე გაზაფხულის ბუნიაობა და ასევე ასტროლოგიური ახალი წელი! გამოიყენეთ ეს დრო ეფექტურად და სწორად ჩაიფიქრეთ სურვილები, მანამდე კი წინასწარ მოემზადეთ კონკრეტულად, სწორად ჩამოაყალიბეთ და მოიფიქრეთ, რა გინდათ! წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ!

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ