ავტორი:

"ფეისბუქის" მილიონობით მომხმარებლის პაროლი გაშიფრულია - თუ თქვენც მათ შორის ხართ, შეტყობინებას მიიღებთ

"ფეისბუქის" მილიონობით მომხმარებლის პაროლი გაშიფრულია - თუ თქვენც მათ შორის ხართ, შეტყობინებას მიიღებთ

“ფეისბუქს“ ასობით მილიონი მომხმარებლის პაროლი დაუშიფრავ ტექსტად ჰქონდა შენახული, „ინდეფენდენთი“ წერს, რომ ამის შესახებ კომპანიაში ადასტურებენ.

„ფეისბუქის“ ვიცე-პრეზიდენტმა პედრო კანაჰუატიმ განაცხადა, რომ პაროლებს კომპანიის თანამშრომლები ხედავდნენ, თუმცა არ დასტურდება, რომ რომელიმე მათგანმა ინფორმაციით ბოროტად ისარგებლა და მომხმარებლების ანგარიშში შევიდა.

კანაჰუატის თქმით, „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ მომხმარებლები, რომელთა პაროლები თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომი იყო, შეტყობინებას მიიღებენ.

„ადამიანების პირადი ინფორმაციის დაცვაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არაფერია,“ - აცხადებს „ფეისბუქის“ ვიცე-პრეზიდენტი.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ