ავტორი:

"ვინ მიანიჭა პრივილეგია მამუკა ხაზარაძეს?" - ჟურნალისტის კითხვაზე, გახარია პასუხობს, რომ მთავრობამ

"ვინ მიანიჭა პრივილეგია მამუკა ხაზარაძეს?" - ჟურნალისტის კითხვაზე, გახარია პასუხობს, რომ მთავრობამ

ეს იყო ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტი და მთავრობა გარკვეულწილად ტყვეობაში აღმოჩნდა, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ მიანიჭა პრივილეგია ხაზარაძეს, გახარიამ უპასუხა: "მთავრობამ, სამწუხაროდ. უბრალოდ, აიღეთ და შეხედეთ, რამდენჯერ იყო მაგალითად, გარკვეული ვალდებულებების გადავადება მთავრობაზე გამოტანილი კონკრეტული კომპანიისთვის. რა არის სხვა პრივილეგია?", - განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე: მთავრობამ ანუ კვირიკაშვილმა? - გახარიამ უპასუხა: "მათ შორის. მეც მათ შორის".

"იმიტომ, რომ ეს იყო ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტი და მთავრობა გარკვეულწილად ტყვეობაში აღმოჩნდა ყველაფრის ამის. ეს გადავადებები ხდებოდა ერთხელ და ორჯერ არა და ეს არ ეხება მხოლოდ ანაკლიას, ეს ეხება სხვა პროექტებსაც. არ მინდა ახლა აქ დეტალებზე საუბარი, თქვენ მე მასაუბრებთ, როგორც ეკონომიკის მინისტრს", - აღნიშნა გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში.

VIDEO: "ვინ "გააბლატავა" ხაზარაძე?" - გახარიას პასუხი: "მთავრობამ... მეც მათ შორის"

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები