ავტორი:

ოთახის 5 მცენარე, რომელიც ყველაზე მეტ ჟანგბადს გამოყოფს - ფლორისტი გირჩევთ, როგორ მოუაროთ მათ

ოთახის 5 მცენარე, რომელიც ყველაზე მეტ ჟანგბადს გამოყოფს - ფლორისტი გირჩევთ, როგორ მოუაროთ მათ

ბოლო კვლევების თანახმად, მცენარეებს ჰაერიდან აქროლადი ორგანული ნაერთების 87%-ის შეწოვა 24 საათში შეუძლიათ. აქროლადი ორგანული ნაერთები როგორც თამბაქოს კვამლს, ისე ხალიჩის მტვერსა და სასურსათო ნარჩენებისგან დაგროვილ ბაქტერიებსაც მოიცავს, ამიტომ საცხოვრებელ სახლში მცენარეების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თბილისში ჰაერის დაბინძურების პრობლემა წლიდან წლამდე მოუგვარებელი რჩება, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრალურ უბნებში, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მუდმივად საცობია. ამავდროულად, გადატვირთული რეჟიმის გამო ქალაქგარეთ სუფთა ჰაერზე გასვლას ვერ ვახერხებთ, ამიტომ ჩვენი ჯანმრთელობა მუდმივად რისკის ქვეშაა.

მთელი დღის განმავლობაში დიდი ოდენობით აზოტის დიოქსიდს, ტყვიასა და ნახშირორჟანგს ვსუნთქავთ, ამიტომ სასურველია ჩვენს საცხოვრებელ სივრცეში ჯანსაღი გარემო მოვიწყოთ. ამის საუკეთესო საშუალება კი ოთახის მცენარეებია. მათ ჩვენი საცხოვრებელი სივრცის გაჯანსაღება შეუძლია. ფოტოსინთეზის შედეგად მცენარე ოთახში დაგროვილ CO2-ს შთანთქავს და ჟანგბადს გამოიმუშავებს; სწორედ ამიტომ, ისეთი ოთახის მცენარეები უნდა შევარჩიოთ, რომელთაც როგორც სასიამოვნო ვიზუალი, ისე დიდი რაოდენობით ჟანგბადის გამოყოფის შესაძლებლობა აქვს.

Ambebi.ge დაინტერესდა, რომელი ოთახის მცენარეები გამოყოფს ყველაზე მეტ ჟანგბადს და სად შეიძლება მათი შეძენა.

აღმოვაჩინეთ რომ, თითქმის ყველა მწვანე ნარგავი, რომელიც ჟანგბადს გამოიმუშავეებს და ასევე მათი მოვლისთვის საჭირო ყველა პროდუქტი - ჰიპერმარკეტ „გორგიაშია“ თავმოყრილი. აქვე დაგვხვდა ჰიპერმარკეტის ფლოტისტი დავით ჩანგიანი, რომელმაც აღნიშნული ნარგავების ნიშან-თვისებებისა და მოვლის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა.

ფლორისტმა წარმოგვიდგინა 5 მცენარე, რომელიც ოთახში ყველაზე მეტ ჟანგბადს გამოყოფს და შესაბამისად, ჰაერსაც აჯანსაღებს. მისი თქმით, აღნიშნულ მცენარეებს უნიკალური თვისებები აქვს და შეგვიძლია, ყველა მათგანი როგორც საძინებელში, ისე ნებისმიერ ოთახში, მათ შორის სამზარეულოშიც განვათავსოთ.

შეფლერა

შეფლერა ოთახის ფოთლოვანი მცენარეა, რომელსაც ნათელი ადგილები უყვარს, პირდაპირი მზის სხივები მისთვის საზიანოა.

მცენარე აქტიურად შთანთაქვს ისეთ კარცეროგენებს როგორებიცაა: ბენზენი, ფორმალდეჰიდი და ტრიქლოროეთილენი. ეს ნივთიერებები სინთეტიკური სუბსტანციის მქონე პროდუქციაში აქტიურად გამოიყენება, ამიტომ შესაძლოა ისინი ჩვენს სახლებში დიდი რაოდენობით დაგროვდეს. მაგალითად, ბენზენი ბუნებრივი აირის წვის შედეგადაც გამოიყოფა, შესაბამისად სამზარეულოში ოთახის მცენარის, ამ შემთხვევაში შეფლერას არსებობა რეკომენდებულია.

სინათლეზე შეფლერას ფოთლები უჭრელდება და დიდი ოდენობით ჟანგბადს გამოყოფს, ანუ ჰაერის კარგი გამწმენდია. ფლორისტი გვირჩევს, რომ ოთახში ჰაერის გამწმენდი მცენარეებიდან პირველ რიგში შეფლერა უნდა შევიძინოთ.

შეფლერას მოვლა მარტივია: მას ზომიერი რაოდენობით წყალი დაახლოებით კვირაში ორჯერ უნდა მივაწოდოთ. თანაბრად ეგუება როგორც სინესტეს, ასევე სიმშრალეს.

მცენარე, რომელიც ჩვენ საცხოვრებელ სივრცეს ჟანგბადით ამარაგებს, საკმაოდ ხელმისაწვდომია და 19,50 ლარი ღირს.

ფიკუს ბენჟამინი

შეფლერას მსგავსად, ფიკუს ბენჟამინიც ჰაერის გამწმენდია და დიდი ოდენობით ჟანგბადს გამოყოფს. მას სახლში ნათელი ადგილი უნდა მივუჩინოთ, ამავდროულად უნდა ვეცადოთ პირდაპირი მზის სხივები არ მოხვდეს.

ფიკუს ბენჟამინი იზრდება დაახლოებით 1 მეტრი ან 1,5, აქვს ჭრელი ფოთოლი. მცენარეს შეუძლია სიმშრალე მარტივად აიტანოს.

რაც შეეხება მისი მოსვლის წესებს: როდესაც ტემპერატურა დაახლოებით, 15 გრადუს სითბოს მიაღწევს, შეგვიძლია მცენარე გარეთ გავიტანოთ, თუმცა ქარიან ადგილს უნდა მოვარიდოთ, რადგან ფოთლები ცვენას დაიწყებს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ღერძის გამაგრებამდე ფიკუს ბენჟამინს საყრდენი ესაჭიროება, რათა არ გადაიხაროს და ფორმა არ დაკარგოს. რაც შეეხება მორწყვის პერიოდს, უნდა დავაკვირდეთ, ფიკუს ბენჟამინს ნიადაგი რამდენად გამოუშრება და ამის მიხედვით ვიხელმძღვანელოთ. ასევე სასურველია, რომ მცენარე ტორფნარევ და პერლიტიან მიწაში ჩავრგოთ.

ფიკუს ბენჟამინის ფასი 31 ლარს შეადგენს.

სანსივერია

სანსივერია როგორც ვიზუალით, ისე გამძლეობითა და ჟანგბადის გამოყოფის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარეა.

მისი მოვლა შეფლერას მსგავსად სირთულეებთან დაკავშირებული არ არის. სანსივერია წყალს ნაკლებად ითხოვს და მორწყვას დაახლოებით კვირაში ერთხელ, ან თვეში ორჯერ საჭიროებს.

ჩამოთვლილი მცენარეების მსგავსად, პირდაპირი მზის სხივები მასზეც მავნე ზეგავლენას ახდენს, თუმცა ამავდროულად სიჯანსაღის შესანარჩუნებლად სინათლე ესაჭიროება.

ამ ულამაზესი ტროპიკული მცენარისთვის სასურველია ფხვიერი და ნოყიერი მიწა შევარჩიოთ, რომელსაც ტორფით გავაჯერებთ და პერლიტს გადავურევთ. „გორგიას“ ფლორისტი აღნიშნავს, რომ პერლიტი ნიადაგს სინესტეს უნარჩუნებს და აფხვიერებს, რაც მცენარის ზრდა-განვითარებაზე დადებითად მოქმედებს.

სანსივერიას ხილვაც „გორგიას“ შოურუმში შეგიძლიათ და მისი ფასი მხოლოდ 22,10 ლარია.

დრაცენა

სიმშრალეს დრაცენაც მარტივად ეგუება, ჩვენს საცხოვრებელ ოთახებს ჟანგბადით ამდიდრებს და თითქმის ყველა მავნე ნაერთს შთანთქავს.

თუ გვსურს, რომ მცენარეს სწორად მოვუაროთ, სასურველია ნიადაგი ბოლომდე გამოუშრეს და მორწყვის დროს უბრალოდ დანესტიანდეს. იმის გათვალისწინებით, რომ გადატვირთული რეჟიმის გამო ხშირად ოთახის მცენარეებს სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევთ, დრაცენას მოვლა ძალიან მარტივია და დიდ დროს არ მოითხოვს.

ფლორისტი განმარტავს, რომ დრაცენა „უპრობლემო“ მცენარეა, მარტივად არ ფუჭდება და თითქმის ყველანაირ პირობებას ეგუება. ერთადერთი, რამაც შეიძლება მცენარისთვის სიჯანსაღის დაკარგვა გამოიწვიოს - მისი ცივ ადგილზე განთავსებაა, რადგან ცივმა ჰაერმა შეიძლება ფოთლები დაუზიანოს და ვიზუალი მკვეთრად შეუცვალოს.

"გორგიაში" გვირჩიეს, რომ დრაცენა უნდა ჩავრგოთ ფხვიერ, ტორფიან ნიადაგში. რეკომენდებულია პერლიტის შერევაც. მცენარე ნელა იზრდება, საბოლოოდ კი სიმაღლეში დაახლოებით 1,5 ან 2 მეტრს აღწევს. რაც შეეხება დრაცენას ფასს, ის სულ რაღაც 19,50 ლარია.

კროტონი

მე-5 და ჟანგბადის არანაკლებ დიდი მოცულობით გამომყოფი მცენარე კროტონია, რომელსაც სინათლე და პირდაპირი მზის სხივები უყვარს.

მზის სხივების ზემოქმედების შედეგად, კროტონს ფოთლები უჭრელდება, ამიტომ ვიზუალით სახლის მცენარეების ბევრი მოყვარულის ფავორიტია.

კროტონიც ნელა იზრდება და ზომიერი რაოდენობით წყალს ითხოვს. სიმაღლეში დაახლოებით 1,5 მეტრამდე იზრდება.

ფლორისტის თქმით, მცენარე ფხვიერ, განოყიერებულ ნიადაგს საჭიროებს. მისი კიდევ ერთი დადებითი მხარე კი ისაა, რომ შეგვიძლია როგორც საძინებელ, ისე მისაღებ ოთახში, ნათელ ადგილზე განვათავსოთ. მისი ფასი 15,60 ლარია.

გორგიას“ ფლორისტი აღნიშნავს, რომ მცენარის მოვლა მის სიჯანსაღეზე პირდაპირ აისახება.

რაც მთავარია, „გორგიაში“ როგორც მცენარეები, ასევე მათი მოვლის ყველა საშუალება ერთ სივრცეშია თავმოყრილი. ამასთან, ყველა მცენარის შეძენა ხელმისაწვდომ ფასად შეგვიძლია.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს