ავტორი:

"ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო - გერმანული კლუბი ტიტულს მეექვსედ დაეუფლა

"ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო - გერმანული კლუბი ტიტულს მეექვსედ დაეუფლა

ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბაიერნმა" პსჟ 1:0 დაამარცხა და მეექვსედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

ბრწყინვალე ფორმაში მყოფი "ბაიერნისა" და პსჟ-ის დაპირისპირება სეზონის მთავარი მატჩი გახლდათ და საინტერესო იყო, რას დაუპირისპირებდა ფრანგული გუნდი და როგორ წარმოაჩენდნენ თავს მისი სწრაფი თავდამსხმელები. "რეკორდმაისტერმა" თავიდანვე პრესინგი შესთავაზა მეტოქეს და შეუტია. უხიფათოდ. მეათე წუთისთვის პსჟ-მ თამაშის გათანაბრება და მოწინააღმდეგის კარზე იერიშების მიტანა დაიწყო. მარცხენა ფლანგზე მბაპე აქტიურობდა, რომელსაც დარტყმული ბურთი ორჯერ მცველებმა დაუბლოკეს.

მე-18 წუთზე პირველი სახიფათო მომენტიც შეიქმნა, როდესაც პირისპირ გასულ ნეიმარს გოლის გატანა ნოიერმა არ დაანება, ცოტა ხანში კი ლევანდოვსკიმ ბურთი ძელს გაარტყა. შემდეგ დი მარიამ ვერ გამოიყენა შანსი, ლევანდოვსკის თავური ნავასმა აიღო, ბოლოს კი მბაპემ გოლის გატანის დიდებული შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში "ბაიერნი" ინიციატივას დაეუფლა და კომანმა ანგარიში გახსნა განაგრძეთ კითხვა

ნანუკა ჟორჟოლიანი კარანტინში გადაიყვანეს - "რა გამოდის, ჩვენი ქვეყნის პასპორტი არაფრად ღირს და თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ხარ, შეგიძლია "იბლატაო“?!"

როგორ აქცია ჟურნალისტმა ვერანდა ყვავილების ბაღად - "ზოგჯერ საქმეში თავზე ისე დამთენებია, ვერც გამიგია... სერიოზული აზარტია(ფოტოები)

"უცხო ადამიანები თვალს აყოლებენ, რაზეც ღიმილით ამბობს, ერთი შემოხედვა 100 ლარი" - 13 წლის ბიჭს იშვიათი დაავადება სტანჯავს, მშობლები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ