ავტორი:

მამუკა ხაზარაძე - საიდან იციან პოლიტიკოსებმა პროკურატურის დაკითხვის ოქმები, როცა მე არ მაქვს მათზე წვდომა?!

მამუკა ხაზარაძე - საიდან იციან პოლიტიკოსებმა პროკურატურის დაკითხვის ოქმები, როცა მე არ მაქვს მათზე წვდომა?!

"ყველა იმ ადამიანთან, რომელმაც უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა და ზიანი მოგვაყენა, პოლიტიკოსებზე ვლაპარაკობ, არ დაიცვა უდანაშაულობისპრეზუმფცია, ილაპარაკა ზოგ შემთხვევაში ჩვენი დაკითხვის ოქმებიდან ამონარიდებით კითხვა მაქვს: - საიდან იციან მათ პროკურატურის დაკითხვის ოქმები, როცა მე არ მაქვს მათზე წვდომა?!" -ამის შესახებ ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს, რომ სიმართლე დამტკიცდეს.

"ბანკის თემა ამოწურულია, იმიტომ, რომ ბანკს არასდროს ჰქონია პრობლემა. ამოწურული არ არის პრობლემა ჩვენთან" როგორც ბანკის ნაწილის და დამფუძნებლების მიმართ. ეს თემა ასე ვერ დამთავრდება და არც შეიძლება ასე დამთავრდეს. მე ყველა ჩემს ხელთ არსებულ ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ფორმას გამოვიყენებ. ჩვენ უსამართლოდ და უკანონოდ გამოგვაძევეს იმ ორგანიზაციიდან, რომელიც შევქმენით ჩვენი ხელით შვიდი ათას ადამიანთან ერთად. . რაც არ უნდა იძახოს ძველმა, ან ახალგამომცხვარმა პოლიტიკოსებმა, რომ მამუკა ხაზარაძე და „თიბისი“ ცალ-ცალკეა... დიახ, იმ გაგებით „თიბისის“ არაფერი ემუქრება და წარმატებული ბანკია...ისიც, რომ 200 მილიონი დაკარგეს ჩვენმა ინვესტორებმა და დაახლოებით 2 კვირაში ჩემი გადადგომის შემდეგ ისევ იმ ნიშნულზე ავიდა და ამას პოლიტიკოსები როგორ უყურებენ იცი? -ხომ ავიდაო?! ის ვინც დაკარგა, ის სახლში წავიდა, თუ როგორ არის.. ეს თემა არ დამთავრებულა",-განაცხადა ხაზარაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში გადაცემა "ფორბსის კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

"თიბისი ჯგუფის" ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, დღეს ქვეყანაში შერჩევითი სამართალია. ხაზარაძის მტკიცებით, პოლიტიკოსებმა საკუთარი საჯარო გამოსვლებში მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვიეს და ხშირ შემთხვევაში, ისინი დაკითხვის ოქმის ამონარიდებითაც ლაპარაკობდნენ.

"ჩვენ შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე, როცა 11 წლის წინანდელ საქმეს ამოატივტივებ იმ დროს, როცა ამხელა პროექტი არის კარზე მომდგარი და ამხელა მოლაპარაკებებში ვარ. მე ვთხოვე ნუ გაასაჯაროებთ ამ პროცესს, ეს ოქმშიც არის ჩაწერილი. მე მოსამართლეს ვთხოვე, რომ განემარტა, ეს დაკითხვა იყო თუ არა კონფიდენციალური, ასევე ვთხოვე იმ პროკურორებს, რომლებმაც კითხვები დაგვისვეს და ყველამ დაგვიდასტურა, რომ ეს არის კონფიდენციალური. ვთხოვე, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ჭორს დონეზეც რომ გავიდეს, 19 იანვარს ხელს ვაწერთ ორ უმსხვილეს ბანკთან და მინდა გითხრათ, რომ მოვაწერეთ ხელი, მაგრამ ის ბანკები ცოტა ხნით ჩამოგვშორდნენ. ახლა ისევ დაგვიბრუნდნენ

ექსპერტიზა იმ ტრანზაქციებზე, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ და გავატანეთ ყველა ამონაწერი. რატომ ვაკეთებთ ამას, რადგან პროკურატურამ გამოგვკიდა ჰაერში. ასე არ შეიძლება, რომ დაუმთავრებელი თემა იყოს და ცოტა ცინიკურია, როდესაც მაღალი თანამდებობის პირი მე მეუბნება, რომ ანაკლია და ბანკი მოქალაქეს ვერ აარიდებინებს თავს კითხვებზე. ძალიან გთხოვთ, ასე ნუ დამელაპარაკებით. ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც 11 წლის წინანდელი დოკუმენტაცია გადავეცით სრულად, როდესაც კანონით შეიძლება ექვსი წლის შემდეგ დოკუმენტაცია საერთოდ განადგურებული ყოფილიყო. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ დასამალი არაფერი გვაქვს. ყველა იმ ადამიანთან, რომელმაც უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა და ზიანი მოგვაყენა - პოლიტიკოსებზე ვლაპარაკობ და არ დაიცვა უდანაშულობის პრეზუმფცია, ილაპარაკა ზოგ შემთხვევაში ჩვენი დაკითხვის ოქმებიდან ამონარიდებით , კითხვა მაქვს: - საიდან იციან მათ პროკურატურის დაკითხვის ოქმები , როცა მე არ მაქვს მათზე წვდომა?!" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები