ავტორი:

სააკაშვილი - ვინც რა უნდა ილაპარაკოს, ეს ცხრა წელი იყო არა სისხლიანი ცხრა წელი, არამედ ყველაზე წარმატებული საქართველოს ისტორიაში

სააკაშვილი - ვინც რა უნდა ილაპარაკოს, ეს ცხრა წელი იყო არა სისხლიანი ცხრა წელი, არამედ ყველაზე წარმატებული საქართველოს ისტორიაში

ვინც რა უნდა ილაპარაკოს, ეს ცხრა წელი იყო არა სისხლიანი ცხრა წელი, არამედ ეს იყო ყველაზე წარმატებული ცხრა წელიწადი საქართველოს ისტორიაში თავისი დიდი, წარმოუდგენელი მიღწევებით და თავისი შეცდომებით, გადამეტებებით. აბა როგორ გინდათ თქვენ, როცა რაღაც დიდს და განსაკუთრებულს ქმნით,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მიხეილ საააკშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან მალე ხელისუფლებაში მოვა დიდი, ფართო პატრიოტული კოალიცია.

"საქართველო დიდ განსაცდელშია. ყოველი დღე, როდესაც ივანიშილი აგრძელებს საქართველოს ძარცვას, გვაახლოებს საქართველოს განადგურებას და ქვეყნის აღსასრულს. ძალიან მარტივი სისტემა ააწყვეს ამათ - ხალხს ძარცვავენ, ყრიან ქვეყნიდან, აღატაკებენ, ეს არის მოჯადოებული წრე. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე. საქართველო იქნება ძალიან წარმატებული ქვეყანა. ხელისუფლებაში მოვა დიდი, ფართო პატრიოტული კოალიცია და ეს იქნება ქვეყანა, რომელიც შეძლებს სულ ახალი მეთოდები დანერგოს, მათ შორის, პირდაპირი ელექტრონული დემოკრატიის. ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება საქართველოს მოქალაქეებს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, მართონ თავისი ქვეყანა სმარტფონის მეშვეობით. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთის მხრივ დიდი იდეების მქონე ორგანიზაცია და პარტია, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ ვართ ხალხის პარტია",- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდი იყო სისხლიანი ცხრა წელი, ეს არის რუსული კლიშე, რადგან სწორედ ეს წლები იყო საქართველო ბოლოდრიინდელ ისტორიაში ყველაზე წარმატებული.

"უნდა მორჩეს თავზე ნაცრის დაყრა, რადგან ფაქტი ჯიუტია. ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, ეს ცხრა წელი იყო არა სისხლიანი ცხრა წელი, ეს არის რუსული კლიშე და ვინც ამას იმეორებს ის არის ჩვეულებრივი პუტინის გოშია და მონა, რადგან პუტინმა ვერ გვაპატია ის, რომ ეს იყოს ყველაზე წარმატებული ცხრა წელი საქართველოს მთელ მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, ყოველ შემთხვევაში ბოლო საუკუნეების განმავლობაში. ეს იყო ყველაზე წარმატებული ცხრა წელიწადი საქართველოს ისტორიაში მრავალი საუკუნის განმავლობაში თავისი დიდი, წარმოუდგენელი მიღწევებით და თავისი შეცდომებით, გადამეტებებით. აბა როგორ გინდათ თქვენ, როცა რაღაც დიდს და განსაკუთრებულს ქმნით. ჩვენ შევქმენით ის, რაზეც ვსაუბრობ, თქვენ შექმენით",- განაცხადა სააკაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები