ავტორი:

სააკაშვილი უგულავას - "მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ შემდეგი 100 წლის მანძილზე"

სააკაშვილი უგულავას - "მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ შემდეგი 100 წლის მანძილზე"

"მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ შემდეგი 100 წლის მანძილზე" - ამ სიტყვებით მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერს გიგი უგულავას.

"გუშინ გიგი უგულავა გვარამიასთან სულ იმეორებდა "არაა სააკაშვილი ფორმაშიო"... რა თქმა უნდა, მუდმივად საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა, და ძვირფასო გიგი, გისურვებ კიდევ 100 წლის სიცოცხლეს ამასთანავე მეც არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს, მაგრამ დაიმახსოვრე, მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა შემდეგი 100 წლის მანძილზე. "ათას ცოცხალსა ბევრჯერა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია" - წერს სააკაშილი "ფეისბუქზე".

მიხეილ სააკაშვილს პოსტის კომენტარებშივე უპასუხა გიგი უგულავამ: "მე მხოლოდ გამიხარდება, თუ კარგ ფორმაში იქნები და მკვდართან შეჯიბრი არ მომიწევს, საუკეთესო სურვილებით".

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები