ავტორი:

ეკა ბესელია - მამუკა მდინარაძემ შემთხვევით ჩემთან გამოაგზავნა ჩემი სალანძღავი ტექსტი, რომელსაც სხვებს უგზავნიდა

ეკა ბესელია - მამუკა მდინარაძემ შემთხვევით ჩემთან გამოაგზავნა ჩემი სალანძღავი ტექსტი, რომელსაც სხვებს უგზავნიდა

დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, მამუკა მდინარაძემ მისი სალანძღავი გზავნილი, რომლის გაგზავნაც სხვებისთვის უნდოდა, შემთხვევით მას გაუგზავნა. როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, სწორედ ამიტომ კეთდებოდა მის საწინააღმდეგოდ დღეს ერთნაირი განცხადებები საკანონმდებლო ორგანოში.

დეპუტატი კონკრეტული გზავნილის გასაჯაროებისგან თავს იკავებს, რასაც პერსონალურ მონაცემთა დაცვით ხსნის.

"მამუკა მდინარაძემ, შემთხვევით, ჩემთან გამოაგზავნა ჩემი სალანძღავი ტექსტი, რომელსაც სხვებს უგზავნიდა. მივწერე მე მამუკას და დაიწყო ბოდიშების მოხდა, მაგრამ არ მჭირდება მე არც მისი და არც პარლამენტის თავმჯდომარის ბოდიში. სამარცხვინოა რაც ხდება, სახე აქვთ დაკარგული. როგორც ჩანს, ამიტომ დამწკრივდნენ და აკეთებდნენ დღეს ერთნაირ განცხადებებს. ვერ გავასაჯაროებ გზავნილს, რადგან პერსონალურ მონაცემს შეიცავს მაინც, თუმცა თავადაც არ უარყოფს ამ ყველაფერს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

VIDEO: რა ეწერა ბესელიაზე მესიჯში, რომელიც მამუკა მდინარაძეს შეეშალა და სხვებისთვის გასაგზავნი ისევ ბესელიას გაუგზავნა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები