ავტორი:

ტაქსის მძღოლს, რომელმაც მგზავრი გააუპატიურა და გაძარცვა, 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ტაქსის მძღოლს, რომელმაც მგზავრი გააუპატიურა და გაძარცვა, 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურების და ძარცვის ფაქტზე ბრალდებულ დ.ც. დამნაშავედ ცნო. ამის შახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 30 ივლისს, დ.ც.-ს, საკუთარი მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით ქ.თბილისში, დაახლოებით 03:30 საათზე, მგზავრი - გ.ლ. გადაჰყავდა. დ.ც.-მ ავტომანქანა გზის სავალ ნაწილზე გააჩერა და ძალის გამოყენებით, ცემითა და მუქარით გ.ლ. გააუპატიურა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი დ.ც.-მ დაზარალებულს, რომელიც ავტომანქანიდან თავისი ხელჩანთის აღებას ცდილობდა, სახის არეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც გ.ლ. წაიქცა და ბორდიურს თავი დაარტყა. დ.ც.-მ კი ავტომანქანით შემთხვევის ადგილი დატოვა და გ.ლ.-ს კუთვნილი ხელჩანთა მასში მოთავსებული ნივთებით წაიღო.

„სამართალდამცველებმა დ.ც. 2018 წლის 31 ივლისს თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება) და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარუდგინა. დ.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ც. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“ , -აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა - დარღვევა უკვე დასჯადია

"თავი ცნო დამნაშავედ და მოინანია" - ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება