ავტორი:

10 ნიშანი იმისა, რომ ცოტა წყალს სვამთ

10 ნიშანი იმისა, რომ ცოტა წყალს სვამთ

ნორმალურად მომუშავე ორგანიზმი წყლის სმის ქცევას მარტივად - წყურვილით არეგულირებს. წყლის სმის ქცევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმისათვის. უამრავი პრობლემა ორგანიზმში სწორედ იმის გამო აღმოცენდება, რომ მასში სათანადო რაოდენობით წყალი ვერ აღწევს.

მართლაც, ადამიანები სვამენ ყავას, ჩაის, წვენებს, კომპოტებს, ღვინოს, ბურახს, ლუდს, გაზიან სასმელებსაც ეტანებიან, წყალს კი არ ეკარებიან. სხვადასხვა სითხის მიღებით წყლის მარაგი ორგანიზმში არ ივსება! წყლის დეფიციტის გამო კი ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, არ გამოიდევნება წიდები და ტოქსინები, ვითარდება გაუწყლოება.

მკვეთრი გაუწყლოება გადახურებისა და გაძლიერებული ოფლიანობის გამო ვითარდება, განსაკუთრებით - ცხელ დაქარიან ამინდში, ასევე ფაღარათითა და ღებინებით მიმდინარე დაავადებების დროს, სხეულის ტემპერატურის მომატებისას, როდესაც ოფლიც გაძლიერებულად გამოიყოფა. წყლის დეფიციტი ორგანიზმში, თუნდაც მუდმივი, უხშირესად შეუმჩნეველი რჩება, ადამიანის სხეული თითქოს ეგუებაო ასეთ მდგომარეობას.

გახსოვდეთ, შეუძლოდ ყოფნის მიზეზი, ისევე როგორც ორგანიზმში აღმოცენებული ბევრი პათოლოგიისა, წყლის დეფიციტია! ნუ დაელოდებით ამის

მანიშნებელ წყურვილის შეგრძნებას, დღის განმავლობაში აუცილებლად სვით წყალი, თუნდაც ყლუპ-ყლუპად, ყოველ 1-2 საათში! წყალი უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელობისათვის!

10 ნიშანი იმისა, რომ ცოტა წყალს სვამთ:

1. პირის სიმშრალე

პირის სიმშრალე პირველი და ყველაზე მკვეთრად გამოხატული სიმპტომია იმისა, რომ ორგანიზმს წყალი სჭირდება. ამ მომენტში ორგანიზმი უკვე განიცდის გაუწყლოებას. ნუ შეეცდებით პირის სიმშრალესთან ჩაით, ტკბილი წვენებითა თუ გაზიანი სასმელებით გამკლავებას. ორგანიზმი კონკრეტულად წყალს გთხოვთ!

2. მშრალი კანი

კანი ორგანიზმში მიმდინარე პროცესების სარკეა. თუ თქვენ კანის სიმშრალე გაწუხებთ, უპირველესად წყლის სმის რეჟიმს მიაქციეთ ყურადღება.

3. ზოგჯერ წყურვილის გამძაფრებული შეგრძნება

ალბათ გქონიათ შემთხვევა, როდესაც წყალს სვამთ, მაგრამ წყურვილის გრძნობას მაინც ვერ იოკებთ. ეს იმის მანიშნებელია, რომ თქვენი ორგანიზმი გაუწყლოებული იყო. ეს არ არის მხოლოდ პირის სიშრალე, ეს უკვე საკმაოდ სერიოზული გაუწყლოებაა, რომლის დროსაც ტვინი შესაბამის სისტემებს ნიშანს აძლევს - იმპულსებს უგზავნის - რომ სასწრაფოდ წყალი ესაჭიროება! ორგანიზმის ძლიერ გაუწყლოებას ალკოჰოლი განაპირობებს, ამიტომაცაა, რომ ნაბახუსევს ადამიანებს განსაკუთრებულად სწყურიათ.

4. თვალების სიმშრალე

თვალების სიმშრალეს, მსუბუქი ქავილის შეგრძნებას, ზოგჯერ სისხლსავსეობასაც, ხშირად ორგანიზმში წყლის დეფიციტი იწვევს. ასეთ დროს საცრემლე არხები შრება, რაც, თავის მხრივ, აზიანებს თვალებს. აღნიშნულ სიმპტომებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ და წყლის სმის რეჟიმი აუცილებლად აკონტროლონ ლინზების მტარებელმა პირებმა. წაიკითხეთ სრულად

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ