ავტორი:

კალაძე: როცა ვნახე კადრები, ვინ იყვნენ აქციის ორგანიზატორები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა...

კალაძე: როცა ვნახე კადრები, ვინ იყვნენ აქციის ორგანიზატორები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა...

როდესაც ვნახე კადრები, თუ ვინ იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა - სოლიდარობის ქსელის აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ჭავჭავაძის N5-ში გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

კახა კალაძის თქმით, ის მზად იყო შეხვედროდა ახალგაზრდებს და მათთვის გაეცნო ის პროექტები, რაც თბილისის მერიამ შრომის უსაფრთხოების დაცვისა და რეგულაციების გამკაცრების მიმართულებით განახორციელა.

"ჩემთვის პირადად გაუგებარია მოთხოვნები. მე ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება გუშინ მომხდარ ფაქტს, რომელსაც ჩემი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც მითხრეს არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც აპროტესტებს მუშების უფლებებს და ითხოვს შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, ჯანდაცვის მინისტრთან და მერთან. მე რა თქმა უნდა, თანხმობა განვაცხადე და აღვნიშნე, რომ მზად ვარ შევხვდე ადამიანებს, მოვუსმინო, მივაწოდოს ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა წლების განმავლობაში ამ მიმართულებით, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა.

გარკვეული ცვლილებები განხორციელდა საკანონმდებლო დონეზე, თბილისის მერიაც იყო ინიციატორი გარკვეული ცვლილებებისა, რომელთა ინიცირება გასულ წელს მოვახდინეთ, ეს ეხებოდა მშენებლობებზე რეგულაციების გამკაცრებას, თვითონ მშენებლობებზე დასაქმებულების უფლებებს, მათ უსაფრთხოებას და ა.შ. ამ ყველაფერს ავუხსნიდი ახალგაზრდებს, თუმცა თუ როგორც განვითარდა მოვლენები, ყველამ დაინახა. როდესაც მე ვნახე კადრები, თუ ვინ იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ამ აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც ძალიან სამწუხაროა და აღარ გავაგრძელებ, თუ ვინ დგას ამის უკან და ვინ მართავს ამ ჯგუფს", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი გამოეხმაურა ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ტრაგედიას და ინფორმაციას, რომ სამშენებლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა და კუსტარულად დამზადებული მანქანა-დანადგარები გამოიყენებოდა.

"ყველანაირი თვალსაზრისით გამართული იყო სამშენებლო სამუშაოები. დეტალებზე გამიჭირდება საუბარი. ალბათ, შესაბამისი სამსახურები უახლოეს პერიოდში დაადგენენ, თუ რა მოხდა და რასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება მშენებელ კომპანიას, ჩემი ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექციის შედეგად, როდესაც განხორციელდა ინსპექტირება და შემოწმება, დოკუმენტურად ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ", - აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, N5-ში მდებარე სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლას, ორი დღის წინ, ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები