ავტორი:

როგორ აფასებს ფსიქოლოგი სააკაშვილის ინტერვიუს: "ალმოდოვარის პერსონაჟივით საუბრობდა - ჯერ კის ამბობდა, შემდეგ არას, შემდეგ - არ ვიცის..."

როგორ აფასებს ფსიქოლოგი სააკაშვილის ინტერვიუს: "ალმოდოვარის პერსონაჟივით საუბრობდა - ჯერ კის ამბობდა, შემდეგ არას, შემდეგ - არ ვიცის..."

"პოლიტიკოსმა რომ გულწრფელად ილაპარაკოს, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე აღარაა პოლიტიკოსი. მაგრამ სააკაშვილის ინტერვიუში საკმაოდ ბევრი იყო წამოცდენილი სიტყვები. როგორც ფსიქოანალიტიკოსები ამბობენ, სწორედ ეს წამოცდენილი სიტყვები არის ის, რაც წყალქვეშა დინებებს ამოძრავებს" - ასე აფასებს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუს, რომელიც "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრისას, ბრიუსელში ჩაწერა.

ნანა ჩაჩუა "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, იმ მნიშვნელოვან პასაჟებზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც სააკაშვილი შეეცადა თავისი პერსონა ახლებურად წარმოეჩინა, ან კიდევ საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდიოდა:

"სააკაშვილმა თავად თქვა, რომ შეიძლება თანამდებობა არ დაიკავოს, არც არაფორმალური ლიდერი იყოს, მაგრამ ეს შეიძლება ასე იყოს და შეიძლება არა.

ინტერვიუში მის მიერვე გამოთქმულ მოსაზრებას იქვე ცვლიდა, რითაც, მე რომ დამეჯერებინა, თავად მეუბნებოდა უარს. თუ კარგად დაუკვირდები, ამავე ინტერვიუში მან ჯერ გამოთქმული მოსაზრება იქვე სწრაფადვე იოლად არაერთხელ შეცვალა.

- ფაქტია, რომ ამ ინტერვიუში სააკაშვილისგან ბევრი გზავნილი იყო. რამდენადაც ვხდები, ყველა ამ გზავნილს თავის ადრესატი და როგორც ფსიქოლოგებს უყვართ თქმა - თავისი ფოკუს-ჯგუფი ჰყავდა. მაგრამ, მგონი მთავარი გზავნილი ასეთი იყო - „უნდა გავარღვიოთ დახურული წრე, საზოგადოებამ ყოველდღე უნდა იბრძოლოს და არ დაელოდოს არჩევნებს“. სააკაშვილმა საზოგადოებას მოვლენათა რევოლუციური სცენარით განვითარებისკენ მოუწოდა... თქვენ ასეთი შთაბეჭდილება არ დაგრჩათ?

- ამ წუთში ჩემს შთაბეჭდილებაზე არ ვისაუბროთ. აქაც იყო გარკვეული მოწოდება, მაგრამ შემდეგ უკვე იყო ნათქვამის უარყოფა, ანუ, მე ხალხს რევოლუციისკენ კი არ მოვუწოდებ და ასე შემდეგ. სააკაშვილი ბოლო ინტერვიუში ალმოდოვარის პერსონაჟებივით საუბრობდა - ჯერ კის ამბობდა, შემდეგ არას, მერე ხოს, შემდეგ კიდევ - არ ვიცი.

ფსიქოლოგებმა იციან - ადამიანი სამყაროში ამჩნევს და გამოარჩევს იმას, რისი მოთხოვნილებაც აქვს. მთელი ინტერვიუს მსვლელობისას სააკაშვილის გზავნილები ყველა ფოკუს-ჯგუფებზე იყო გათვლილი, ყველა იმას გაიგონებდა, რისი გაგონებაც სურდა

სააკაშვილი ბოლო ინტერვიუში ალმოდოვარის პერსონაჟებივით საუბრობდა - ჯერ კის ამბობდა, შემდეგ არას, მერე ხოს, შემდეგ კიდევ - არ ვიცი. ვისაც აქვს რევოლუციური განწყობა, ის ამოიკითხავდა მოწოდებას რევოლუციისკენ, ვისაც არა აქვს რევოლუციური განწყობა, ის ამ ნათქვამიდან გამოარჩევდა იმას, რაც თავად უნდა. ვინც ორჭოფულ მდგომარეობაშია, ისიც თავის დასკვნას გააკეთებდა. მაგრამ, ვიმეორებ სააკაშვილის საუბრის მთელ ტექსტში დომინირებდა ალმოდოვარისეული კი - არა, არა-კი.

და მაინც, რომელ ფოკუს-ჯგუფზე იყო გათვლილი მისი გზავნილები? ვისაც „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი პოზიცია აქვს ჩამოყალიბებული, მათ შეძახილი არ სჭირდებათ. ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობას“ თავის მყარი ელექტორატი ჰყავს. წლებია ასე, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მათ ბევრი მხარდამჭერი აღარ ემატებათ.

სააკაშვილის გზავნილები იმ ფოკუს-ჯგუფებზეც იყო გათვლილი, ვინც „ნაციონალების“ მხარდამჭერებად არ მოიაზრება. „ნაციონალების" ინტერესშია, რომ მათი ოპონენტები იყვნენ დანაწევრებულ-დაშლილები.

- სააკაშვილმა განაცხადა - ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია მისი საქართველოში ჩამოსვლის. მეტიც, მან პირობა დადო, რომ თუ ისე შემოვა, რომ არ დაიჭერენ, ივანიშვილის ხელისუფლებას სამ დღეში დაასრულებს. როგორ აღიქვით ეს მტკიცება?

- როგორც ემოციაზე ორიენტირებულობა. სააკაშვილის ტიპის ლიდერებს ამ ტიპის გამონათქვამები ახასიათებთ. ცხადია, სააკაშვილის განცხადებები გათვლილი იყო საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელსაც უფრო მეტად გაიყოლებ ემოციურ ტალღაზე.

ამ ტიპის განცხადებები პოლიტიკოსების მხრიდან კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებაში ემოცია აღიძრას. ამგვარი ემოცია იმ პოლიტიკოსების მიმართ ზრდის მიჯაჭვულობას, ვინ ასეთ განცხადებას აკეთებს. პოლიტიკოსებმა კარგად იციან, რომ ასეთი განცხადებების ავტორებისადმი საზოგადოება უფრო თანამგრძნობი ხდება. როგორც ჩანს, ჩვენ საზოგადოებას ჯერ კიდევ მოსწონს, რომ მას ვიღაცის დაჭერას ჰპირდებიან.

- სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა რუსეთზე, თქვა, რომ პრეზიდენტ პუტინთან თანასწორუფლებიანი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ზრდილობიანი. მეტიც, თქვა - მოსკოვს ვეუბნებოდი არც ნატო მინდა, არც ევროკავშირი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მინდოდაო... თქვენ რამდენად დაიჯერეთ სააკაშვილის ეს მტკიცებები?

- უკვე ვთქვი და გავიმეორებ, ინტერვიუში სააკაშვილი ხშირად იყო წინააღმდეგობრივი. ამ შემთხვევაშიც ასე გახლდათ. ეს ერთი მარტივი სქემაა - პედრო ალმოდოვარის სტილი - ერთდროულად ის არაფერს გეუბნება, მაგრამ იმავდროულად ყველაფერს გეუბნება თავის თავზე. პოლიტიკოსი, რომელიც ასე გესაუბრება, თავის თავზე ლაპარაკობს. ანუ, მე თქვენ ყველას გთავაზობთ იმას, რისი გაგონებაც გინდათ.

სააკაშვილს ჰქონდა მცდელობა, რომ მსმენელსა და მაყურებელს გასჩენოდა უსამართლობის განცდაოღონდ მთავარია აღიძრას ის ემოციური განცდა, რომელიც საზოგადოებას პოლიტიკოსის მიმართ უნდა ჰქონდეს. სააკაშვილს ჰქონდა მცდელობა, რომ მსმენელსა და მაყურებელს გასჩენოდა უსამართლობის განცდა.

იგი ხშირად საუბრობდა იმაზე, რომ უნდა გავთავისუფლდეთ მონობისაგან, სიღარიბისგან. მონობისა და სიღარიბისგან გათავისუფლება ძალიან ფართო ცნებაა. ეს ასე მარტივი არაა, ვინაიდან გააჩნია ჩვენ რას ვეძახით სიღარიბისგან გათავისუფლებას წაიკითხეთ ვრცლად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები