ავტორი:

"არქის" ახალი ოფისი და გალერეა ფილარმონიის შენობაში გაიხსნა

"არქის" ახალი ოფისი და გალერეა ფილარმონიის შენობაში გაიხსნა

კომპანია "არქი"-ს ოფისი და გალერეა თბილისის ცენტრალურ ნაწილში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის პირველ სართულზე გაიხსნა. "არქის" მარკეტინგის ხელმძღვანელის ელენე ბარათაშვილის თქმით, 700კვ.მ-ის ფართობზე განთავსებული სივრცე სრულად მორგებულია მომხმარებლების სურვილებს, რათა თითოეულმა არქელმა და მომხმარებელმა კომფორტულად იგრძნოს თავი. მისივე ინფორმაციით თანამედროვე დიზაინის კონცეფციაზე "არქისთან" ერთად არქიტექტურულმა სტუდიამ "MUA" იმუშავა.

"გვსურდა შეგვექმნა თანამედროვე დიზაინის გალერია, სადაც ჩვენი არქელებისთვის და მომხმარებლებისთვის კომფორტული იქნებოდა სტუმრობა. ოფისში მოსულ მომხმარებლებს დახვდებათ თბილი გარემო და მათზე მორგებული, საუკეთესო სერვისი. ჩვენი ყველა თანამშრომელი კი ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულმა სტუმარმა თავი ისე იგრძნოს როგორც საკუთარ სახლში. ორშაბათიდან ჩვენი არქელები და მომავალი არქელები კიდევ უფრო მარტივად მოგვაკითხავენ ახალ მისამართზე, რადგან ეს ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ადგილია, ჩვენი კარი კი მათთვის ყოველთვის ღიაა", - აცხადებს ელენე ბარათაშვილი.

ოფისის გახსნასთან ერთად დეველოპერულმა კომპანიამ „არქი“ სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის #არქელებიზრუნავენ ფარგლებში მორიგი კონტრიბუცია განახორციელა და „ბერი ანდრიას ფონდს“ 25 000 ლარი გადასცა ბედნიერების სახლის მშენებლობისთვის.

"არქის" ოფისი და გალერეა ფილარმონიის შენობაში კომპანიის რიგით მეორე სივრცეა მომხმარებლებთან შესახვედრად. პირველი ოფისი ვაკეში, ყიფშიძის N15-შია განთავსებული. დღეიდან კი მომხმარებელს საშუალება ექნება "არქის" გალერიას ახალ მისამართზე, ფილარმონიის შენობის პირველ სართულზე ესტუმროს.

R

"არცერთს დამატებითი ოპერაცია არ სჭირდება" - კლინიკის მენეჯერი ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას მდგომარეობაზე

როგორ უნდა გაიგოთ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგი - დღეიდან ქულების გამოქვეყნება იწყება

35 გრადუსი სიცხე და ხანმოკლე წვიმა ზოგიერთ რაიონში - როგორი ამინდი იქნება 9 აგვისტომდე საქართველოში