ავტორი:

"რასაც აქ ძველებურ ავეჯს ხედავთ, ჩემმა შვილმა მშრალ ხიდზე იყიდა" - მაკა მახარაძის ისტორიული სახლი და საოჯახო რელიკვიები

"რასაც აქ ძველებურ ავეჯს ხედავთ, ჩემმა შვილმა მშრალ ხიდზე იყიდა" - მაკა მახარაძის ისტორიული სახლი და საოჯახო რელიკვიები

ქორეოგრაფი და მსახიობი მაკა მახარაძე ისტორიულ სახლში და სწორედ იმ ბინაში ცხოვრობს, სადაც თავის დროზე ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას ოჯახი ცხოვრობდა. ქალბატონი მაკა სახლის, საოჯახო რელიკვიებისა და სამახსოვრო ნივთების შესახებ გვესაუბრება.

- ამ ბინას ქალბატონი ნატოსა და ბატონი ნიკოლოზის შემდეგ რამდენიმე მფლობელი ჰყავდა. 16 წლის წინ სახლი ჩემმა ქალიშვილმა ნატომ და სიძემ ნიკა თავაძემ შეიძინეს. რაც აქ ძველებურ ავეჯს და ძველებურ ნივთებს ხედავთ, ნატომ მშრალ ხიდზე იყიდა. მათ შორისაა ხის კარადები, სკივრი, მაგიდის გადასაფარებელი, კედლის ხალიჩა და ა.შ.

ნატა მურვანიძის ხელით შექმნილი ჭაღი

საკუთარი ძველი ნივთებიდან გვაქვს როიალი, რომელიც ჩემს დედამთილს - ნატალია (ტუსია) გიორგობიანს ეკუთვნოდა. იგი მუსიკის მასწავლებელი გახლდათ.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, ჩვენთვის ზეისტორიული, დედაჩემის მშობლებისეული სავარძელი. მანამდე არ ვიცი, ვისი იყო, საკმაოდ ძველი დროის ნაკეთობაა. დედას ერგო მზითევში და დაწესებული იყო - ქალის ხაზით გადადიოდა. თუმცა, ჩემთან ამ ნიშნით არ მოხვედრილა.

საქმე ასე იყო: მამაჩემმა, კოტე მახარაძემ ერთი მსახიობის თეატრი როცა დააარსა, პირველი სპექტაკლისთვის „რაც მტრობას დაუნგრევია“ ესაჭიროებოდა სავარძელი. იმ პერიოდში დედა და მამა დიდი ხნის განქორწინებულები იყვნენ, მაგრამ ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. დედამ მამას ათხოვა ეს სავარძელი და თითქმის ყველა სპექტაკლში მამაჩემისთვის თანმდევი რეკვიზიტი გახდა. ჩემთან კი სავარძელი მამის გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა.

- შენგელაიებს ყოფილი სახლის ნოსტალგია როცა აქვთ, არ გსტუმრობენ ხოლმე?

- 5-6 წლის წინ სახლის ფასადზე ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას ახალი მემორიალური დაფები დაამაგრეს. საზეიმო გახსნის დაწყებამდე, ბატონმა ელდარმა მიკროფონის შეერთება მთხოვა. რა თქმა უნდა, სახლში შემოვიპატიჟე, დაიარა ოთახები და ხასიათი დაუმძიმდა, ყველაფერი ისევ ისე დამხვდაო, - თქვა. სახლის შიდა ოთახებში გამავალი ყველა ძველი კარი და ფანჯარა ზუსტად ისე შევინარჩუნეთ.

მეზობლებისგან ვიცი, თურმე ნატო ვაჩნაძეს ძალიან უყვარდა ფანჯრიდან ყურება, დაიდებდა ბალიშს და დაეყრდნობოდა. უცებ გავრცელდებოდა ხმა - ფანჯრიდან ნატო იყურებაო, და ხალხი სპეციალურად მოდიოდა მის სანახავად... წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ მეტი ფოტო

"მირანდა მეუღლეზე 6 წლით უფროსია..." - რას წერს რუსული მედია მიმი შელიაზე და ვინ არის "სკანდალური გოგონა", ვისაც გრიშა მამურინი ქართველ მოდელამდე ხვდებოდა

"12 დაბადების დღეა, ტორტი არ მიჭამია... ბოლო პერიოდია, ტვინიდან სიტყვა შეზღუდვა ამოვიღე" - როგორია ანი გიუნტერის ფორმაში ყოფნის საიდუმლო

"ეს საოცრება მოხდა" - ანიტა რაჭველიშვილი ორსულად არის