ავტორი:

"12 დაბადების დღეა, ტორტი არ მიჭამია... ბოლო პერიოდია, ტვინიდან სიტყვა შეზღუდვა ამოვიღე" - როგორია ანი გიუნტერის ფორმაში ყოფნის საიდუმლო

"12 დაბადების დღეა, ტორტი არ მიჭამია... ბოლო პერიოდია, ტვინიდან სიტყვა შეზღუდვა ამოვიღე" - როგორია ანი გიუნტერის ფორმაში ყოფნის საიდუმლო

ამ მცირე დროში, პანდემიის გამო, ყველაფერი შეიცვალა, მათ შორის - შეიცვალნენ ადამიანებიც და ცხოვრების ახალ სტილთან შეგუება დაიწყეს. პანდემიის აქტიურ პერიოდში დაიხურა ათობით კომპანია და ბევრიც სამსახურის გარეშე დარჩა. ჟურნალისტები ის მოქალაქეები არიან, რომლებიც კორონავირუსის დაწყების წამიდან დღემდე ეკრანებზე ჩანან, ონლაინ მედიებსა თუ ბეჭდურ გამოცემებში წერენ და ღირსეულად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. პანდემიამ, "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის, ანი გიუნტერის ცხოვრებაც შეცვალა, თუმცა გაუმართლა, რომ სახლში არ დამჯდარა და დღემდე, ყოველ დილას, ქართველ მაყურებელს ესალმება და დღეს საინტერესო სიახლეებით იწყებს.

- დავიწყოთ ყველაზე აქტუალური საკითხით - როგორ გადაიარეთ პანდემია?

- პირველმა ტალღამ დადებითად გაიარა, ჩემი არცერთი სამსახური არ გაჩერებულა. გამიმართლა, არც "რუსთავი 2"-ს და არც თმის გადანერგვის კლინიკას შეუწყვიტავს მუშაობა. ნაყოფიერად და ჯანმრთელად გამოვიყენე ეს პერიოდი და თან ვაქცინის პირველი ეტაპიც წარმატებით გავიარე. პანდემიის პერიოდში, ვიოლინოს დავუბრუნდი, 9 საათის შემდეგ სახლიდან ვერ გავდიოდით და ჩემი მეგობრების გამოთავისუფლებული დროით ვისარგებლე, რეპეტიციები აღვადგინეთ, ახლა ვაპირებთ კვლავ მივუბრუნდეთ ამ საქმეს.

- როგორც ახსენეთ, უკვე აიცერით...

- ავიცერი და ქუთაისში წავედი ვაქცინის გამო. როდესაც რაღაც მინდა და მიზანი მაქვს დასახული დრო და მანძილი ხელს ვერ შემიშლის. რადგან დავაპირე აცრა, მივადექი ქუთაისს და ჩემი დოზა სინოფარმი მივიღე, მეორე დოზა 7 ივნისს მიწევს. ზოგადად, ვაქცინაციის მიმართ დადებითად ვართ განწყობილები, მეც და ჩემი შვილებიც ყოველთვის ვიტარებდით გეგმიურ აცრებს და გრიპის ვაქცინასაც ვიკეთებდით.

ვთვლი, რომ ეს თანამედროვე სამყაროს უცვლელი ნაწილი უნდა იყოს. შეიძლება ვაქცინა ბოლომდე გამოკვლეული არ არის, თუმცა აუცილებელია, ამ სიტუაციის დასასრულებლად ყველანი ავიცრათ.

- გაგვიმხილეთ თავის მოვლის რამდენიმე საიდუმლო...

- უკვე დიდი ხანია, ჩვევები გამოვიმუშავე - ჯანსაღი კვება, სეირნობა, დროის სწორი განაწილება, ძილიც აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სტრესული სამსახური მაქვს და ძილის ნაკლებობას განვიცდი, როგორც კი დროს ვნახულობ, თუნდაც 15 წუთით, ვცდილობ, დავიძინო და დავისვენო, ეს დროც მნიშნველოვანია ენერგიის აღსადგენად. რაც შეეხება თავის მოვლას, უკვე რამდენიმე რამ ჩემს შვილსაც ვასწავლე, ახლა გარდატეხის ასაკშია და კანზე სიმშრალე ჰქონდა. ისიც ხვდება, რომ რაღაც ჩვევები უნდა გამოიმუშავოს. ჩვენს შემთხვევაში, როგორც კბილის გამოხეხვაა ჩვევა, ასეა კანის მოვლა და მოწესრიგება.

- 3 რამ, რაც დღის განმავლობაში აუცილებლად შედის თქვენს რუტინაში?

- სამი არ მეყოფა... ჩანთაში ყოველთვის მაქვს თვალის შრატი, საცხი, აუცილებლად მაკიაჟის ღრმა გამწმენდი. ჩემი დილის რუტინისთვის აუცილებელია წყლის დალევა. ამ ბოლო დროს ორგანიზმის სურვილებს მივყვები, ტვინით არაფერს ვუკრძალავ. ვისწავლე სხეულით მოქმედება და კისერს ქვემოთ ჩემი თავის მართვა. ადამიანებს გვავიწყდება რომ ჩვენი სხეული ყველაზე კარგად გვკარნახობს, რა გვინდა იმ კონკრეტულ შემთხვევაში. წყალი მომინდება? - წავალ და დავლევ, ტორტი მომინდება? - წავალ და შევჭამ, თუმცა აქაც დიდი სხვაობაა. თუ ნამდვილად მინდა ტორტი, მხოლოდ მაშინ მივირთმევ მას. 12 დაბადების დღეა, ტორტი არ მიჭამია, იმის მიუხედავად, რომ თორმეტივე ჩემი დაბადების დღის ტორტი იყო, უბრალოდ არ მინდოდა...წაიკითხეთ სრულად

ანა ჩანგიანი - A პუნქტიდან B პუნქტამდე

"ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მე მათ მიმართ მაქვს პრეტენზია, ყველას ხომ ვერ გამოკვებავს თბილისი" - ქეთი დოლიძე

"ბებია, სიკვდილი და მსხვერპლშეწირვა: მოსკოვში საოცარი ახალი ქართული ფილმი აჩვენეს“ - ქართულ-ბრიტანული პროექტის წარმატებული დებიუტი როტერდამსა და მოსკოვში