ავტორი:

რუსი გოგონა თბილისში გაცნობილ ბიჭს ეძებს - "ისე უეცრად დავშორდით, მისი სახელი ვერც გავიგე..."

რუსი გოგონა თბილისში გაცნობილ ბიჭს ეძებს - "ისე უეცრად დავშორდით, მისი სახელი ვერც გავიგე..."

AMBEBI.GE-ს მოსკოველი გოგონა, ოლია ნევიძიმკინა დაუკავშირდა და რამდენიმე დღის წინ თბილისის ცენტრში გაცნობილი ქართველი მამაკაცის მოძებნაში დახმარება სთხოვა. როგორც ამბობს, მასთან რამდენიმე საათი გაატარა, თუმცა უცნაურ ვითარებაში დაშორდნენ, ისე რომ მიზეზთა გამო, ახალგაცნობილი ქართველისთვის სახელი და გვარი არ უკითხავს.

როგორც გვიყვება, ქართველი ბიჭის შესახებ სოციალურ ქსელში უამრავ ჯგუფში და გვერდზე დაწერა, თუმცა ამ დრომდე მის კვალს ვერ მიაგნო.

აი, რას ყვება ოლია AMBEBI.GE-სთან:

"5 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათისთვის, თბილისში, რუსთაველის პროსპექტიდან ევროპის მოედნისკენ წავედი. ბიჭი მოვიდა ჩემთან და გაცნობა მთხოვა. მითხრა, რამდენჯერმე გნახე უკვე, დარწმუნებული ვარ ეს შემთხვევით არ მოხდებოდა, რაღაცის ნიშანიაო... თავიდან, მას გაცნობაზე უარი ვუთხარი, თუმცა, შემდეგ მივხვდი, რომ სასიამოვნო ბიჭი იყო. მეტრო "თავისუფლების მოედანთან" ახლოს მდებარე ბაღში გავისეირნეთ, იქიდან კი, კუს ტბაზე გადავწყვიტეთ ასვლა...

- ამასობაში ერთმანეთის შესახებ უფრო მეტი არ გაიგეთ?

- დიახ, იმ 25 წუთის განმავლობაში, მან ჩემს შესახებ გაიგო, რომ მოსკოვიდან ვარ და კომპანია "ნოკიაში" ასისტენტად ვმუშაობ. თვითონ მითხრა რომ, გუდაურში, ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობს, მე კი არ მიყვარს სნოუბორდი და თხილამურები. ვუთხარი, რომ საღამოს მოსკოვში მივფრინავდი...

- თქვენ რა გაიგეთ მასზე?

- პირდაპირ რომ გითხრათ, ვერც ვერაფერი, ბევრი არაფერი მიკითხავს. თუმცა, გავიგე, რომ ის თბილისიდან არის, მუშაობს გუდაურის ერთ-ერთ სასტუმროში და ამავდროულად კარგად სრიალებს. უყვარს ფეხით სეირნობა. მარტოობა - დიდად არა, ძალიან უყვარს გართობა მეგობრებთან ერთად და მათთან ძალიან დიდ დროს ატარებს... ასევე ძალიან უყვარს, ფრენკ სინატრას სიმღერა "Strangers in the night"...

ისე უეცრად დავშორდით ერთმანეთს, მისი სახელი ვერ გავიგე... არც გვარი ვიცი... სასტუმრო "მარიოტთან" მივდიოდით, როდესაც ძველი ნაცნობი შემხვდა, ცოტა უხერხული სიტუაცია შეიქმნა და მასთან კამათი მოუვიდა. შემეშინდა და ისე გამოვიქეცი, მისი სახელი და გვარი აღარ მიკითხავს...

არ ვიცი, ეს მის პოვნაში რამენაირად დაგვეხმარება თუ არა, რადგან ტიპური ქართველი მამაკაცი იყო, მაგრამ მაინც გეტყვით: მუქი თმა და წვერი აქვს, 165-167 სმ სიმაღლის იქნება, დაახლოებით 24-27 წლის... ძალიან გახსნილი, სასიამოვნო, ღიმილიანი და თბილი ადამიანია.

მინდა, რომ სწორად გამიგოთ, არასდროს მიძებნია ადამიანი, განსაკუთრებით, ასეთი მცირეხნიანი ურთიერთობის ფონზე, მაგრამ ახლა რაღაც შინაგანი ხმა მეძახის, რომ უნდა ვიმოქმედო. თუ ამას წაიკითხავს, გამომეხმაუროს "ფეისბუქზე" - Olya La.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი