ავტორი:

თბილისის ექვს ქუჩას 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული 6 ქალის სახელი მიენიჭება

თბილისის ექვს ქუჩას 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული 6 ქალის სახელი მიენიჭება

დედაქალაქის ექვს ქუჩას 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული 6 ქალის სახელი მიენიჭება.

შესაბამის საკითხზე თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია დღეს, 10.00 საათზე, დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში საჯარო განხილვას გამართავს.

უფრო კონკრეტულად, ქუჩებს მიენიჭება მანანა ლოლაძის, თამუნა დოლიძის, თინა ენუქიძის, მზია ჯინჭარაძის, თამარ მამულაშვილისა და ელისო ჭიპაშვილის სახელები. ყველა ქუჩა ჩუღურეთის რაიონში მდებარეობს.

საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, განხილვას დაღუპულთა ოჯახის წევრები, საკრებულოს დეპუტატები, 9 აპრილის საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან. მათივე ინფორმაციით, საჯარო განხილვის დასრულების შემდგომ, საკრებულოს თავმჯდომარე დამსწრე საზოგადოებასთან ერთად 9 აპრილის მემორიალს შეამკობს.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალს მთავრობის წევრები, დაღუპულთა ოჯახის წევრები და მოქალაქეები ყვავილებით შეამკობენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

მთავარი ფოტო: შახ აივაზოვი

რამდენით გაძვირდა მეორადი ტანსაცმელი საქართველოში?

"ვხატავ იმისთვის, რომ ადამიანებში თანაგრძნობა გამოვიწვიო..." - 16 წლის თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც ფანქრით საოცარ ნახატებს ქმნის

დღეს 635 000 ლარზე მეტი თამაშდება!