ავტორი:

აქცია ივანიშვილის სახლთან და ულტიმატუმი კახა კალაძეს - რა ხდება ტაქსის მძღოლების აქციაზე

აქცია ივანიშვილის სახლთან და ულტიმატუმი კახა კალაძეს - რა ხდება ტაქსის მძღოლების აქციაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეები თბილისის მერს კახა კალაძეს ხვალამდე აძლევენ დროს, რათა ტაქსების თეთრად გადაღებვის შესახებ რეგულაციები დაახლოებით 2 წლით გადავადდეს.

როგორც საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, დღევანდელი მსვლელობა მხოლოდ გამაფრთხილებელია და იმ შემთხვევაში თუ თბილისის მერი ტაქსების თეთრად გადაღებვის შესახებ რეგულაციებს არ გადაავადებს, მასშტაბური აქციები დაიწყება.

„ეს იყო გამაფრთხილებელი მსვლელობა. თბილისის მერიას ხვალ აქვს გადაწყვეტილების მიღების ბოლო დღე. თუ ქალაქის მერია კონკრეტულ კანონზე უკან არ დაიხევს, მასშტაბური აქციები დაიწყება“, - ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა.

შეგახსენებთ, ტაქსის მძღოლები ივანიშვილის სახლთან საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ. ადგილზე ამ დროისთვის მოძრაობა კვლავ შეფერხებულია. აქციის მონაწილეების ნაწილი დაშლას აპირებს, ნაწილი აქციას განაგრძობს, ნაწილი კი აქციის გაგრძელებას თბილისის საკრებულოსთან აპირებს.

ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები