ავტორი:

"ვფიქრობდი, ივანკა მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელად დამენიშნა, თავს კარგად გაართმევდა, ვინაიდან მათემატიკაში ძლიერია" - ტრამპი

"ვფიქრობდი, ივანკა მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელად დამენიშნა, თავს კარგად გაართმევდა, ვინაიდან მათემატიკაში ძლიერია" - ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავისი შვილის ივანკა ტრამპის მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნას განიხილავდა. ჟურნალ The Atlantic-სთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავისი შვილი ოფიციალურ პოსტზე იმ მიზეზით არ წარადგინა, რომ მერე ნეპოტიზმად არ ჩაეთვალათ ეს.

“ვფიქრობდი, დამენიშნა ივანკა მსოფლიო ბანკში. თავს კარგად გაართმევდა, ვინაიდან მათემატიკაში ძლიერია”, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ დანიშნა მან ივანკა ტრამპი გაერო-ში აშშ-ს ელჩად, დონალდ ტრამპმა უპასუხა: “ის ბუნებით დიპლომატია და მოერგებოდა გაერო-ს. თუმცა, ეს რომ გამეკეთებინა, მერე იტყოდნენ, რომ ეს ნეპოტიზმია, თუმცა, ამას არაფერი საერთო არ ექნებოდა ნეპოტიზმთან”.

როგორ გადაურჩნენ ზვავს სასრიალოდ წასული მეგობრები - დრამატული კადრები იუტადან

გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსეთის 3 დიპლომატი გააძევეს

ისრაელში შექმნილმა წამალმა კორონავირუსისგან კვლევაში ჩართული ყველა პაციენტი განკურნა - რა ვიცით ახალ პრეპარატზე