ივანკა ტრამპის წარმატების საიდუმლო - "დროის გონივრული დაგეგმვა და მისაწვდომობა"

ივანკა ტრამპის წარმატების საიდუმლო - "დროის გონივრული დაგეგმვა და მისაწვდომობა"

ბიზნესლედიმ ივანკა ტრამპმა თავისი წარმატების საიდუმლო მომუშავე დედებს გაუზიარა. მილიარდერ დონალდ ტრამპის 31 წლის ქალიშვილი, წარმატებული საქმიანი ქალი და თან დედა, ჰყვება, თუ როგორ ახერხებს ერთდროულად მილიონების შოვნას და ბავშვების აღზრდას.

სამკაულების, სუნამოებისა და ტანსაცმლის ბრენდის მფლობელმა ივანკა ტრამპმა ნამდვილად იცის, როგორ შეათავსოს დატვირთული სამუშაო გრაფიკი და ხმაურიან ოჯახობაზე ზრუნვა. მას და მის ქმარს 2 წლის ქალიშვილი არაბელა ჰყავთ, წლის ბოლოს კი მეორე შვილს ელოდებიან. იმავდროულად, ივანკას ბიზნესს ყოველ წელს სულ უფრო მეტი მოგება მოაქვს.

"სინამდვილეში, სულაც არ ვარ ჩაციკლული იმ იდეაზე, რომ აუცილებელია გამუდმებით დავიცვა ბალანსი ოჯახსა და სამუშაოს შორის. შევეგუე იმას, რომ ეს შეუძლებელია, - ამბობს ორსული ივანკა, - დროის გონივრული დაგეგმვა და მისაწვდომობა - აი, საკვანძო სიტყვები მათთვის, ვისაც სურს ბავშვების წარმატებით აღზრდა. თუ რაღაც მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და აუცილებლად უნდა ვიყო ოფისში, აუცილებლად მივდივარ ოფისში.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს