ავტორი:

რომელი ცნობილი სახეები ესწრებოდნენ "დაიცავი საქართველოს" შეკრებას ფილარმონიაში

რომელი ცნობილი სახეები ესწრებოდნენ "დაიცავი საქართველოს" შეკრებას ფილარმონიაში

მოძრაობამ "დაიცავი საქართველო“ ფილარმონიაში შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მივიდნენ პოლიტიკოსები, მსახიობები და მომღერლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. მათ შორის ბევრ ნაცნობ სახეს იხილავთ: "ოცნებას" გამოყოფილი დეპუტატები - ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, მსახიობი გიორგი გურგულია, ექსპერტები - მამუკა არეშიძე და სოსო ცისკარიშვილი, მომღერალი ნინი ქარსელაძე, გია გაჩეჩილაძე, მხატვარი შოთა გლურჯიძე, მომღერალი დავით ხუჯაძე და სხვები.

დათო ხუჯაძის თქმით, ღონისძიებაზე ინტერესის გამო მივიდა, რათა გაიგოს რა ხდება.

„იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ვადევნებ თვალყურს აქტიურად პოლიტიკას, მაინტერესებს რა ხდება. მე ბევრი რამ არ მომწონს და ბევრი რამ მომწონს, მაგრამ მთავარი ეს არ არის", - განაცხადა ხუჯაძემ.

კითხვაზე, საჭიროა თუ არა ახალი პოლიტიკური ძალა, ხუჯაძე ამბობს, რომ განახლება ყველა სფეროში საჭიროა.

„ახალი ყოველთვის საჭიროა ყველგან. თუ რაღაც ვითარდება ქვეყანაში, ყველაფერი უნდა განვითარდეს, ნებისმიერი სფერო და ესეც რაღაც სფეროა, მე მგონი. თუ რამე განვითარდება, კმაყოფილი ვიქნები. მე მხარს ვუჭერ ამ ქვეყანას, ამ ქალაქს, საქართველოს და ქართველებს", - აღნიშნა მომღერალმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."