ბრიტანელებმა კრემიანი ჯავშანჟილეტი შექმნეს

ბრიტანელებმა კრემიანი ჯავშანჟილეტი შექმნეს

ბრიტანული კომპანია BAE systems-ის მეცნიერებმა მიაკვლიეს ნივთიერებას, რომლის მეშვეობით, ბევრად უფრო მსუბუქი და გამძლე ჯავშანჟილეტის შექმნაა შესაძლებელი.

მეცნიერებმა საიდუმლო ქიმიური ფორმულით მიღებული ბლანტი ნივთიერებისა და არამიდულ ბოჭკოვანი მასალის გამოყენებით ჯავშანჟილეტი შექმნეს. ზემოქმედებისას ბლანტი ნივთიერება მყარდება და ტყვიას მოძრაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს.

რაც ყველაზე საგულისხმოა, ნივთიერებაზე რაც უფრო ძლიერია ზემოქმედების ძალა, მით უფრო მეტია მისი წინააღმდეგობის უნარი. ექსპერტები ამ გამოგონებას ხუმრობით "კრემიან ჯავშანჟილეტს" უწოდებენ.

თავის მხრივ, "თხევად ჯავშანზე" ამერიკელი სპეციალისტებიც აქტიურად მუშაობენ. ნანოტექნოლოგიებზე ორიენტირებულმა კომპანიამ Armor Holdings-მა ცოტა ხნის წინ განაცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ახალი თაობის ჯავშანჟილეტებში გამყარების უნარის მქონე თხევადი ელემენტების გამოყენება ჟილეტს გაცილებით უსაფრთხოს, მსუბუქსა და კომფორტულს გახდის.  

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)