ავტორი:

"სიყვარული პასუხია..." - ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი თაფლობისთვეს იტალიაში ატარებენ

"სიყვარული პასუხია..." - ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი თაფლობისთვეს იტალიაში ატარებენ

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და "მის საქართველო" ჯანეტ ქერდიყოშვილი ევროპულ ტურნეს აგრძელებენ. წყვილი ცოტა ხნის წინ ავსტრიაში ისვენებდა, სადაც მოდური ჟურნალის L'Officiel Austria-ის ღონისძიებას დაესწრნენ, ახლა კი იტალიაში გადაინაცვლეს. ნოეც და ჯანეტიც "ინსტაგრამის" პირად გვერდზე აქვეყნებენ მოგზაურობის ამსახველ ფოტოებს, ორივეს ფოტოებზე ერთი და იგივე მინაწერებია - "სიყვარული პასუხია" (#loveistheanswer).

კომენტარებში წყვილს ბედნიერებას უსურვებენ და ყველა აღნიშნავს, რომ ძალიან უხდებიან ერთმანეთს:

"გულზე ხელს ვიდებ... მე ჯერ ასეთი შეფერილნი არ მინახავს!"; "ზედმეტად ლამაზია ჯანეტი, სასწაული! მიხარია ნოე შენი ბედნიერება"; "რა გოგო მოხიბლა! ყოჩაღ ნოეს, ბედნიერებას გისურვებთ"; "აქამდე სად იყავით? ერთმანეთისთვის ყოფილხართ შეფერილნი, როგორ უხდებიან ერთმანეთს და რა დახატული შვილი გეყოლებათ" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები ფოტოების კომენტარებში.

"მის საქართველო" ჯანეტ ქერდიყოშვილი და ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ცოტა ხნის წინ დაინიშნენ. წყვილმა ნიშნობის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს