ავტორი:

როგორ იხსენებს ნიკა ცქიტიშვილი აშშ-ს ციხეს, სადაც "ლეიკერსთან" მატჩის წინ მოხვდა - "დამხვდნენ მექსიკელები, ინდიელები... ვთქვი: ცქიტო, ცუდადაა შენი საქმე!"

როგორ იხსენებს ნიკა ცქიტიშვილი აშშ-ს ციხეს, სადაც "ლეიკერსთან" მატჩის წინ მოხვდა - "დამხვდნენ მექსიკელები, ინდიელები... ვთქვი: ცქიტო, ცუდადაა შენი საქმე!"

ცნობილი კალათბურთელი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი იხსენებს აშშ-ში მომხდარ უსიამოვნო ინციდენტს, როცა გადასახადის გადაუხდელობის გამო ციხეში აღმოჩნდა, თანაც კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ...

"...12 თებერვალია, 2003 წელი. მეორე დღეს „ლეიკერსს“ ვეთამაშებით, კობი ბრაიანტისა და შაკილ ონილის გუნდს. მხოლოდ კობის გახსენება იყო ჩემთვის დამატებითი მოტივაცია. განსაკუთრებული მონდომებით ვემზადებოდი.

თამაშის წინა დილას სწრაფად ჩავალაგე ბარგი და იმაზე ადრე გავედი, ვიდრე სხვა შემთხვევებში. მინდოდა აეროპორტში სხვებზე ადრე მივსულიყავი. რატომ? არ ვიცი, ალბათ, „ლეიკერსთან“ სათამაშოდ მიმეჩქარებოდა.

2002 წლის NBA-ს დრაფტი, ცქიტიშვილი მე-5 ნომრად... რა მოხდა და რატომ?

სიჩქარესთან დაკავშირებით რა ანდაზა გახსენდებათ? მე მხოლოდ ერთი - მოჩქარეს მოუგვიანდესო. ჰოდა, მეც ასე დამემართა.

გავედი ავტობანზე და არხეინად მივემართები აეროპორტისკენ. სარკეში გავიხედე და პოლიციის მოციმციმე მანქანა დავინახე. გამომიცხადა - „ლინკოლნ ნავიგატორი“ გააჩერეო. გზის კიდეზე გადავედი. ერთი საშუალო სიმაღლის პოლიციელი მომადგა და მეუბნება:

- მანქანიდან უნდა გადმოხვიდე.

- სად უნდა გადმოვიდე?! თამაში მაქვს, მეჩქარება-მეთქი.

- გადმოდი.

- „ლეიკერსთან“ სათამაშოდ მივდივარ.

- რა „ლეიკერსთან“, დენვერში ხარ.

- „დენვერ ნაგეტსში“ ვთამაშობ, აეროპორტში მაგვიანდება.

- არ მაინტერესებს.

გადმოვედი. შემოტრიალდიო - მითხრა. ეს უკვე არ მომეწონა. ხელი ხელბორკილებისკენ წაიღო. რომ მომიახლოვდა, ხელი ავუქნიე. ამან მთლად გადარია. სიტუაცია მაქსიმალურად რომ დაიძაბა, რამდენჯერმე ვუთხარი: დაწყნარდით, კალათბურთელი ვარ, არაფერს ვაშავებ-მეთქი. ხელბორკილების დადება რამდენჯერმე სცადა. ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

შევატყვე, ანერვიულდა, შეეშინდა - გამოიძახა მეორე. მოვიდა მასზე გაცილებით დაბალი პოლიციელი. ორივე დამეჯაჯგურა, მაგრამ ხელს არ ვაკიდებინებ, არ მინდა ხელბორკილები დამადონ.

რომ მივხვდი, არ მომეშვებოდნენ, ვკითხე, რა გინდათ, სად მიგყავართ-მეთქი. პოლიციის უახლოეს განყოფილებაში მიკრეს თავი. ჯერ ცალკე დამსვეს. მანქანას, რომელიც ქუჩაში მივატოვე, აღარ ვჩიოდი, დაკავშირება მინდოდა შინ - დედაჩემთან, ან კლუბში, თუნდაც რომელიმე თანაგუნდელთან...

ჩემი „ნაცნობი“ პოლიციელები ოთახიდან ოთახში დარბოდნენ და რაღაცას არკვევდნენ. მე კი, ლათინურამერიკელი ქალი პოლიციელი მომამაგრეს, მობილური გამომართვა, ქამარი მომახსნევინა, კარგად გამჩხრიკა, რომ კამერაში მძიმე, ან ლითონის ნივთი არ შემეტანა და შემიშვა...

დამხვდნენ მექსიკელები, ინდიელები... რა ჯიშის ხალხი არ იყო. თავებს იქექავდნენ, ცხვირს იფხანდნენ... მაშინ კი ვთქვი:

- ცქიტო, ცუდადაა შენი საქმე!

ნიკოლოზ ცქიტიშვილი მეუღლესთან, სოფო გოგებაშვილთან ერთად

ყველა ერთიანად წამოდგა, ზოგმა ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი, ზოგი ადგილიდან მაკვირდებოდა, 215 სანტიმეტრი სიმაღლის, შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანი, ალბათ, ბევრს არ ენახა ცოცხლად. წამიერი სიჩუმის შემდეგ ერთმა ჩემკენ თითი გამოიშვირა:

- ნიკოლოზ ცქიტიშვილი!

- Yes, - შვებით ამოვისუნთქე, ვიღაცამ მიცნო-მეთქი.

ზოგი გადამეხვია, ზოგმა ხელი ჩამომართვა, საკუთარ სახელებსაც მეუბნებოდნენ. მოკლედ მთელი კამერა გავიცანი. მეკითხებოდნან - ვპასუხობდი, მეც ვეკითხებოდი... ვლაპარაკობდით კალათბურთზე, „დენვერზე“... წაიკითხეთ ვრცლად

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ